კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში განახლებად ენერგიებს არსებითი როლი აკისრია. მას შესწევს ძალა გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში, ოკეანეების დაბინძურება და ა.შ. საბედნიეროდ მწვანე ენერგიები დღითი დღე იძენს პოპულარობას და ხდება უფრო ხელმისაწვდომი. ცხადია, განახლებადი ენერგიები დიდი ხანია არსებობს (მაგ. სპარსელები ქრისტეს შობამდე 200 წელს იყენებდნენ ქარის წისქვილებს).
იხილეთ 20 ფაქტი განახლებადი ენერგიების შესახებ (წარსულიდან), რომელმაც შეიძლება კარგად დაგვანახოს, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომავალში.
ფაქტები
- მხოლოდ 1 ქარის ტურბინას შეუძლია გამოიმუშაოს ენერგია, რომელიც საკმარისია 1400 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად;(წყარო)
- 2017 წელს ჩინეთი ყოველ 1 საათში 2 ქარის ტურბინას აშენებდა! (წყარო)
- დიდ ბრიტანეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის მესამედი სწორედ განახლებადი ენერგიებისგან, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია, იქნა მიღებული 2019 წელს. წყარო
- 2019 წელს ევროკავშირმა ენერგო სუბსიდირების 45% სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებში გააკეთა. თუმცა 33% მაინც ნახშირბადით დატვირთულ ნამარხი საწვავის სექტორზე გაიცა. წყარო
- განახლებადი ენერგიების სექტორი 5-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე ნამარხი საწვავის სექტორი. წყარო
- სიმენსმა 30 წლის წინ ააშენა პირველი კომერციული ქარის ტურბინა. მისი ფრთების სიგრძე 5 მეტრის იყო და გამოიმუშავებდა 30 კილოვატ ენერგიას. დღეს კი უახლესი ქარის ტურბინის მოდელს 75 მეტრიანი ფრთები აქვს, გამოიმუშავებს 6 მეგავატ ენერგიას (25000ჯერ მეტს) და შეუძლია 6000-მდე სახლის ენერგიით უზრუნველყოფა. წყარო
- მზის ენერგია არ არის მხოლოდ დღის განმავლობაში მოსახმარი, არამედ მისი ენერგია შეიძლება შენახულ იქნას და ღამეც მოიხმარონ. ესპანეთში არსებული მზის პანელები დღის განმავლობაში მოიპოვებენ ენერგიას, ხოლო შემდეგ ღამე 7 საათის განმავლობაში აღნიშნული ენერგია გამოიყენება მიმდებარე ტერიტორიების გასანათებლად. წყარო
- 2016 წელს კალიფორნიის განახლებადი ენერგიების კომპანიამ SolarReserve გამოსცადა მსოფლიოში პირველი 24/7-ზე მზის ელექტროსადგური ნევადის უდაბნოში, რომელმაც შეძლო 75000 სახლის ენერგიით უზრუნველყოფა დღეში 3 საათით. წყარო
- 2016 წელს პორტუგალიაში ისტორიული ფაქტი მოხდა: 107 საათის განმავლობაში ქვეყანა სრულად განახლებად ენერგიაზე იყო დამოკიდებული. წყარო
- თუ მზიდან 1 საათით მომავალი ენერგიის სრულად ათვისება მოხდება, ეს საკმარისი იქნება მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნის ერთი წლით დაკმაყოფილებისთვის. წყარო
- მზის ენერგია შეიძლება 2050 წლისთვის იყოს მსოფლიოს ენერგიის მთავარი წყარო. წყარო
- 2050 წლისთვის მთელი ევროპა და ჩრდილოთ ევროპა შეიძლება 100%-ით განახლებად ენერგიაზე იყოს დამოკიდებული. წყარო
- დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 25% ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია გეოთერმული ენერგიის გამოყენება გათბობისთვის. წყარო
- რომაელები იყვნენ პირველები ვინც საკუთარი სახლების გათბობა გეოთერმული ენერგიებით დაიწყეს. წყარო
- მსოფლიოს გინესის რეკორდი დამყარდა 1990 წელს, როდესაც მხოლოდ მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა აშშ შემოიფრინა, ყოველგვარი საწვავის გარეშე. წყარო
- ტექ გიგანტები, როგორიცაა Google, Apple, და Facebook ცდილობენ შექმნან ე.წ. მწვანე ინტერნეტი – გამოიყენონ რა მწვანე ენერგიები თავიანთი საქმიანობისთვის. წყარო
- 1921 წელს ალბერტ აინშტაინმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. მისი ნაშრომი ეხებოდა ფოტოელექტრონულ ეფექტს – რომელმაც მზის პანელების გამოგონებას ჩაუყარა საფუძველი. წყარო
- განახლებადი ენერგიის ინდუსტრია სწრაფად იზრდება. 2025 წლისთვის ნავარაუდებია, რომ გლობალური ბაზრის ღირებულება 1512.36 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იქნება. წყარო
- Itaipu Dam პარაგვაიში ქვეყნის ელექტროენერგიის 76%-ს, ხოლო ბრაზილიის 17%-ს გამოიმუშავებს. ისლანდიაში ენერგიის 100% გეოთერმული და ჰიდრო ენერგიებიდან მოდის.
- WWF-ის ცნობით, მსოფლიოს შეუძლია 2050 წლისთვის სრულად განახლებად ენერგიებზე გადავიდეს, რაც ნამარხ საწვავზე დამოკიდებულებას დაასრულებს. ცხადია, ამას სჭირდება სწორი პოლიტიკური ნება, ფინანსური და საზოგადოებრივი ჩართულობა და სწრაფი ნაბიჯები.
ასევე იხილეთ მდგრადი განვითარების 7-ე მიზანი: ხელმისაწვდომი და მგრადი ენერგია.
წყარო: https://www.ovoenergy.com/blog/green/20-fascinating-renewable-energy-facts.html