სალომე თვალოძე, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი, გვესაუბრება მდგრადი დაფინანსების, ეროვნული ბანკის საქმიანობისა და ამ სფეროში არსებული გლობალურ ტენდენციების შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორია პლატფორმა Sustainability.ge, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ინტერვიუსა და დისკუსიას უძღვება პლატფორმის წევრი და მდგრადი ურბანული განვითარების სპეციალისტი მარიამ ჩხეიძე.
საუბრების მხარდამჭერია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC, რომლის მიზანია კომპანიების მდგრადი განვითარება და ცვლილებების წარმატებული დანერგვა.