მდგრადი განვითარების მიზანი 8

მდგრადი განვითარების მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

გაიცანით მდგრადი განვითარების მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.


დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს დღეში 2 აშშ დოლარის ექვივალენტი. გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელი 5.7%-ია და მოსახლეობის ნაწილისათვის სამუშაოს ქონა ჯერ კიდევ არ არის სიღარიბისგან თავის დაღწევის გარანტია. არსებული ნელი და არათანაბარი პროგრესი მოითხოვს იმ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გადაფასებას, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრისკენ არის მიმართული.

ღრისეული სამუშაოს ნაკლებობა, არასაკმარისი ინვესტიციები და არასაკმარისი მოხმარება წინ უძღვის დემოკრატიული საზოგადოების იმ ფუძემდებლური ძირითადი პრინციპის მოშლას, რომელიც გულისხმობს, რომ პროგრესი ყველას უნდა შეეხოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) საშუალო  ზრდა ყოველწლიურად ფიქსირდება, ჯერ კიდევ არსებობენ განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც 2030 წლისთვის დაგეგმილ 7%-იანი ზრდის მაჩვენებელს ვერ მიაღწევენ. შრომის ნაყოფიერების შემცირებასთან ერთად იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი და ამასთანავე, ხელფასების შემცირების გამო უარესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე.

მდგრადი ეკონომიკური ზრდა მოითხოვს, საზოგადოებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ხალხს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, რომელიც იქნება ეკონომიკის მასტიმულირებელი და ამასთანავე, ზიანს არ მიაყენებს გარემოს. სამუშაო ადგილების შექმნა საჭიროა ყველა ასაკის ადამიანისათვის. ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოხდეს შემოსავლების სათანადოდ მართვა, აქტივების დაგროვება და პროდუქტიული ინვესტიციების განხორციელება.

ქვემიზნები:
  • ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ეროვნული გარემოებების შესაბამისად, განსაკუთრებით, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 7 პროცენტიანი წლიური ზრდა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში
  • ეკონომიკური პროდუქტიულობის უფრო მაღალი დონეების მიღწევა დივერსიფიცირების, ტექნოლოგიების განახლებისა და ინოვაციების მეშვეობით, მათ შორის მაღალი დამატებითი ღირებულებისა და იმ სექტორებზე ფოკუსირების მეშვეობით, რომლებიც მოითხოვს ინტენსიურ შრომას
  • განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოო საქმიანობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობას, კრეატიულობას და ინოვაციას, და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ჩამოყალიბებისა და ზრდის წახალისებას, მათ შორის ფინანსურ მომსახურებაზე მათი წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით
  • 2030 წლამდე გლობალური რესურსების გამოყენებისა და წარმოების ეფექტიანობის მუდმივი ზრდა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ეკოლოგიური დეგრადაციის შემცირების პარალელურად, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პროგრამების 10 წლიანი გეგმის შესაბამისად
  • 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცისათვის, მათ შორის ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სრული და პროდუქტიული დასაქმების და ღირსეული სამუშაოს, ასევე თანასწორი ღირებულების სამუშაოსთვის თანასწორი ანაზღაურების მიღწევა
  • 2020 წლისთვის იმ ახალგაზრდების პროპორციული ოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, რომლებიც არ მუშაობენ, არ სწავლობენ ან არ გადიან პროფესიულ მომზადებას (NEET)
  • “8.7 დაუყოვნებელი და ქმედითი ზომების განხორციელება იძულებითი შრომის, მონობის თანამედროვე ფორმებისა და ადამიანებით ტრეფიკინგის აღმოფხვრისა და ბავშვთა შრომის ყველაზე უარესი ფორმების, მათ შორის ჯარისკაცი ბავშვების დაქირავებისა და გამოყენების, აკრძალვისა და აღკვეთის მიზნით, ხოლო 2025 წლისთვის ბავშვთა შრომის ყველა ფორმის აღმოფხვრა
  • შრომითი უფლებების დაცვა და უსაფრთხო და დაცული შრომითი გარემოს შექმნა ყველა მომუშავე პირისთვის, მათ შორის მიგრანტი მუშაკებისთვის, განსაკუთრებით კი მიგრანტი ქალებისა და არასაიმედოდ დასაქმებულებისათვის
  • 2030 წლისთვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად – რომლის შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები და ხდება ადგილობრივი კულტურისა და პროდუქტების პოპულარიზაცია
  • ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების უნარის გაძლიერება, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს და გააფართოვდეს საბანკო, სადაზღვევო და ფინანსურ მომსახურებებზე საყოველთაო წვდომა
  • განვითარებადი ქვეყნების ვაჭრობისათვის არსებული დახმარებების ზრდა, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, მათ შორის, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ვაჭრობასთან დაკაშირებული ტექნიკური დახმარების ინტეგრირებული ჩარჩო დოკუმენტის გამოყენებით
  • 2020 წლისთვის ახალგაზრდების დასაქმების გლობალური სტრატეგიის შემუშავება და ამოქმედება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „გლობალური დასაქმების პაქტის“ განხორციელება

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/economic-growth/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami