ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი (ინგლ.: Environmental Performance Index, EPI) სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით. ინდექსი ეფუძნება 11 კატეგორიაში გაერთიანებულ 32 ეფექტიანობის ინდიკატორს. EPI 180 ქვეყანას ეკოლოგიური სიჯანსაღისა და ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიაონის სიდიდის მიხედვით ალაგებს. ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი და მისი შემადგენელი ქვე-ინდიკატორები გვაწვდიან ინფორმაციას, თუ რამდენად ახლოს არის ქვეყნები მსოფლიოს საერთო ეკოლოგიურ მიზნებთან და რა უნდა გაკეთდეს პრობლემების მოსაგვარებლად.
epi.yale.edu ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის 2020 წლის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის მოწინავე 10 ქვეყანაა:
ადგილი | ქვეყანა | EPI-ის ქულა |
---|---|---|
1 | დანია | 82.5 |
2 | ლუქსემბურგი | 82.3 |
3 | შვეიცარია | 81.5 |
4 | გაერთიანებული სამეფო | 81.3 |
5 | საფრანგეთი | 80 |
6 | ავსტრია | 79.6 |
7 | ფინეთი | 78.9 |
8 | შვედეთი | 78.7 |
9 | ნორვეგია | 77.7 |
10 | გერმანია | 77.2 |
საქართველო ამ რეიტინგში 41.3 ქულით 180-იდან 102-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე რამდენადმე უკეთესი მაჩვენებლები აქვს ბელიზს, მაროკოს, თურქეთს. სიაში ჩვენი ქვეყნის შემდეგ ბოცვანა, ნამიბია, ყირგიზეთი და კიდევ 75 ქვეყანაა. უშუალო მეზობლებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს შესახებ დეტალურ ანალიზსში ვიგებთ, რომ ქვეყანაში ნიადაგის ხარჯვის, თევზის მარაგის მოცულობისა და კიდევ რამდენიმე ინდიკატორის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. საკმაოდ ცუდი შედეგებია ბიომრავალფეროვნების დაცვის, ჰაერის ხარისხისა და სათბური აირების გაფრქვევის ზრდის მაჩვენებლებში.
ზოგად რეიტინგში ბოლო ადგილებს იკავებს ავღანეთი, მიანმარი და ლიბერია. საკმაოდ ცუდი შედეგები აქვს ჩინეთსა და ინდოეთსაც.