ნობელის პრემიის ლაურიატი მილტონ ფრიდმანისთვის, მხოლოდ ერთი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არსებობს: გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ისე, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს, მთავარია დარჩეს საკანონმდებლო ჩარჩოში. კომპანიის მენეჯმენტს არ გააჩნია ავტორიზაცია გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები სხვა მიზნებისთვის. მათ არც კვალიფიკაცია გააჩნიათ ამისა, რადგან სწორედ მოგების მაქსიმიზაციის პრინციპით არიან არჩეულები. მდგრადი განვითარება არც კი განიხილება. მილტონ ფრიდმანისთვის ეს ზემოაღნიშნული ერთ ფრაზაში ასე გადმოიცემა: “The business of business is business”. ეს ასევე არის მამოძრავებელი ძალა shareholder value approach-ის (რაც გულისხმობს, რომ მენეჯმენტმა მესაკუთრეთა მაქსიმალური მოგების მიღების საშუალება უნდა უზრუნველყოს. ამას ახორციელებს 1. შემოსავლის ზრდით; 2. ბაზრის წილის გაზრდით; 3. დივიდენდის გაზრდით), რომლის მიხედვითაც მენეჯმენტმა მხოლოდ კომერციულ მიზნებს უნდა მოახმაროს არსებული ფულადი რესურსები და სხვა მიზნებისთვის კი მხოლოდ მფლობელებმა უნდა იფიქრონ თუ მათ სურვილი ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ბევრმა სხვა მიდგომა აირჩია და ეს მიდგომა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: “The business of business is more than business”. ამ მიდგომის მიხედვით (რაც ასევე ფართოდაა გავრცელებული ევროპაში), კომპანიები ვერ გაექცევიან სოციალურ პრობლემებთან ბრძოლას. ასევე ფართო შეთანხმების საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დიდი კომპანიების რესურსებისა და გამოცდილების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით ისეთ სოციალურ პრობლემებს როგორიცაა: ეკონომიკის დეკარბონიზაცია, მატერიალური ციკლის უზრუნველყოფა და სიღარიბესთან ბრძოლა. ცხადია ეს მიდგომა განსხვავდება სხვადასხვა ავტორისთვის და იცვლებოდა დროის შესაბამისად (რომელსაც შემდეგ სტატიაში მოგითხრობთ).
მდგრადი განვითარება დიდი ხანია არის საზოგადოებრივი მეგატრენდი. ამას ნათლად აჩვენებს გუგლის ძებნის ძიების შედეგები. ასევე ტრენდულია ციფრული ტექნოლოგიები.
როდესაც ამ ორ მეგატრენდს ვუყურებთ, შეიძლება გაგვახსენდეს პეტერ ბეიკერის გამონათქვამი: „დიჯიტალიზაცია ტრანსფორმაციას ჩაუდგება სათავეში, ხოლო მდგრადი განვითარება კი მას ფორმას შეუცვლის.“
დიჯიტალიზაცია შეგვიძლია შევადაროთ ძრავას, მაშინ როცა მდგრადი განვითარება წარმოადგენს ამ მარშუტის რუკას. მომოძრავებელი ძალა და დინამიკა წამოვა დიჯიტალიზაციიდან, მაგრამ თემატური გამოწვევები, რომელსაც მომავალში უნდა გავუმკლავდეთ, უფრო მკვეთრად გამოიკვეთება მდგრადი განვითარების საკითხებით.
სპეციალური თავისებურებები
მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებს აქვს რამდენიმე სპეციალური თავისებურებები, რაც მათთან ჭიდილს გამომწვევს ხდის ეკონომიკურ კონტექსტში.
- სოციალური საკითხები, რომელიც კომპლექსურია და ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სოციალურ სფეროს და თამაშის წესს მოიცავს. პოლიტიკა ამ დროს დომინანტურია, რადგან მდგრადი განვითარება სწორედ არის კოლექტიური პრობლემის გადაჭრა, რომელსაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია და გადაწყვეტილებები სჭირდება.
- ის არის ღრმად ღირებულებებზე დაფუძნებული საკითხი, რომელსაც ნორმატიული გადაწყვეტილებები სჭირდება. ის გავლენას ახდენს ბევრ სხვადასხვა ინტერესისა და ღირებულებების სისტემის მქონე ჯგუფზე.
- კავშირი მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის წინააღმდეგობრივია. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია ორმხრივად მოგებული (win-win) სიტუაცია, სადაც მდგრადი განვითარება თანხვედრაში მოდის ბიზნესის მოგებასა და ეკონომიკურ სიკეთესთან. უმეტეს შემთხვევაში დიდი დილემის წინაშე დგას, რადგან არაა სრულად ნათელი თუ რამდენად ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ინვესტიციებს მდგრად პროექტებში, როგორიცაა 100%-ით განახლებადი ენერგიები ან პლასტმასის ამოღება მოხმარებიდან.
- ამავე დროს არის სხვა წინააღმდეგობრივი საკითხები, რომელთა მართვაც უნდა მოხდეს. ასეთი საკითხებია: მოკლე თუ საშუალო ვადიანი წარმატება, ასევე ქმედებები რომელიც ამათუ იმ რეგიონზე უფრო უკეთესად მოქმედებს.
- თუ მდგრადი განვითარებას სერიოზულად მივიღებთ ეს ფუნდამენტურად შეცვლის კომპანიებს, მათ იმიჯს, სტრატეგიებსა და ბიზნეს მოდელს.
- და ბოლოდ, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს რამდენიმე დონეზე აქტივობას. მდგრადი განვითარების პრობლემები უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ, რადგან ძალიან კომპლექსურია. გადაჭრა მოითხოვს სხვადასხვა ფორმით ჩართულობასა და თანამშრომლობას, ასევე ჩარჩო პირობების შეცვლას.
არის თუ არა მდგრადი განვითარების მიზნები საკმარისი რეალური ბიზნეს მდგრადობის მისაღწევად? რთული სათქმელია და შევეცდებით შემდეგ სტატიებში გავცეთ ამაზე პასუხი.