📢 რუბრიკის „საუბრები მდგრადი განვითარებაზე“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა მიეძღვნა მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევის სტრატეგიებს და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის საქმიანობას.
🎙 აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ლიდერებმა ელენა დარჯანიამ და სესილი ვერძაძემ.
👉 შეხვედრის ორგანიზატორია მდგრადი განვითარების ინსტიტუტი (ISD) და პლატფორმა Sustainability.ge, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
🤝 საუბრების მხარდამჭერია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting, რომლის მიზანია კომპანიების მდგრადი განვითარება და ცვლილებების წარმატებული დანერგვა