მდგრადი საკვები

მდგრადი საკვები – რჩევები


აირჩიეთ მდგრადი საკვები, გაითვალისწინეთ რჩევები! 🥰


მდგრადი საკვები

შეიძინე ახალი საკვები

ახალი საკვები თქვენთვის და გარემოსთვისაც მეტად სასარგებლოა. დიდხანს შენახვად პროდუქტებს ხშირად არასასარგებლო ნივთიერებები, მათ შორის დიდი რაოდენობით შაქარი ან მარილი ემატება. დამატებით რესურსები იხარჯება მათ სპეციალურ შეფუთვაში.


ადგილობრივი პროდუქტი

აირჩიე ადგილობრივი ნაწარმი

დღეს აგრონაწარმის საკმაო ნაწილი დიდი მანძილიდანაა ტრანსპორტირებული. ამის გამო, მათ შენახვაზე უზარმაზარი რესურსები იხარჯება. გარდა ამისა, შესაძლოა, ისინი ნაკლებად ჯანსაღი იყოს. ამის გამო, სასურველია, აგრონაწარმი ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძინოთ ან საკუთარი ხელით მოიყვანოთ.


ორგანული პროდუქტი

იყიდეთ ბიოპროდუქტები

ბიოპროდუქტი სპეციალური წესების დაცვით, არაორგანული ნივთიერების გარეშე წარმოებული პროდუქტია, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არ ვნებს. ბიოპროდუქტების მწარმოებელი აუცილებლად უნდა ფლობდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს.


სეზონური პროდუქტი

მიირთვი სეზონის შესაბამისი პროდუქტი

აუცილებელია, შეძენისას ყურადღება მიაქციოთ, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი სეზონური. სეზონისთვის შეუსაბამო პროდუქტი, შესაძლოა, იმპორტირებული იყოს, ან დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდეს სპეციალური ნივთიერებებით და მაცივრებით. შესაბამისად, მათზე დახარჯულია დიდი რესურსები და არაა გამორიცხული, ჯანმრთელობისთვისაც არ აღმოჩნდეს სასარგებლო.


ხორცი

მეტი მცენარეულობა

ქართულ სამზარეულოში ხორცეული განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მაგრამ, მისი მომზადება გაცილებით დიდ ნახშირბადის ნაკვალევს ტოვებს, ვიდრე მცენარეულობისა. ამიტომ, სასურველია, თქვენს რაციონში ხორცის რაოდენობა შეამციროთ.


სოფლის მეურნეობა

გაზარდე საკუთარი ხელით

თუ გაქვთ საშუალება, საკვები მოიყვანეთ და აწარმოეთ საკუთარი ხელით. თქვენივე წარმოებულ საკვებს საზოგადოებისთვის ნაკლები დანახარჯები აქვს და ამასთან, თქვენც დარწმუნებული იქნებით მის სიჯანსაღეში. ნუ რა თქმა უნდა, თუ ყველაფერს შესაბამისად მოუვლით… 😊


ნარჩენები

არ გადაყარო საკვები

მსოფლიოში წარმოებული საკვები პროდუქტების დაახლოებით 20% იყრება. ამ პრობლემის გამოსწორება ისევ ჩვენზეა. შევიძინოთ რაციონალურად, თუ მეტი გვაქვს, გავუნაწილოთ მათ, ვისაც ჩვენზე მეტად ჭირდება.



სტატიის „მდგრადი საკვები – რჩევების“ წყაროა econation.co.nz.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *