მდგრადი განვითარების მიზანი 2

მდგრადი განვითარების მიზანი 2: არა შიმშილს

დროა გადავაფასოთ თუ როგორ მოგვყავს, ვუზიარებთ და მოვიხმართ საკვებს. აღნიშნულის სწორად გაკეთების შემთხვევაში ჩვენი სოფლის მეურნეობა, ტყე და საბადურები მოგვცემდა ნოყიერ საკვებს ყველასთვის და ასევე გამოიმუშავებდა ღირსეულ შემოსავალს, საზოგადოებაზე ორიენტირებული სოფლის განვითარებითა და გარემოს დაცვის გათვალისწინებით. ვუთხრათ არა შიმშილს!

ამჟამად ჩვენი ნიადაგი, სუფთა წყალი, ოკეანეები, ტყეები და ბიო-მრავალფეროვნება სწრაფად დეგრადირდება. კლიმატის ცვლილება კი უფრო მეტად ახდენს გავლენას იმ რესურსზე რომელზეც ვართ დამოკიდებული, იზრდება ისეთ კატასტროფებთან დაკავშირებული რისკები როგორიცაა გვალვები და წყალდიდობები. ბევრი ქალი და კაცი ვეღარ ახერხებს საკუთარი მიწით საკმარისი ფინანსური რესურსის მოძიებას, რაც აიძულებთ მათ ქალაქში მიგრაციას სადაც ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. სუსტი საკვების უსაფრთხოების გამო მილიონობით ბავშვი აჩერებს ზრდას ან არიან თავის ასაკთან შედარებით უფრო ტანმორჩილები არასაკმარისი საკვების გამო.

ჩვენ გვჭირდება საფუძვლიანად შევცვალოთ გლობალური საკვებისა და სოფლის მეურნეობის სისტემა რათა გამოვკვებოთ ის 821 მილიონი ადამიანი რომელთაც დღეის მონაცემებით უწევთ შიმშილობა და ასევე ის 2 მილიარდი ადამიანი რომელთაც ემუქრებათ იყვნენ შიმშილის ზღვარზე 2050 წლისთვის. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები გაზრდის პროდუქტიულობას და მდგრადი საკვების სისტემის შექმნას რაც შეამცირებს შიმშილის საფრთხეს.


ქვემიზნები მიზნისთვის „არა შიმშილს!“:
  1. 2030 წლისათვის შიმშილის აღმოფხვრა და ყველასთვის, განსაკუთრებით ღარიბი და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის, მათ შორის ჩვილებისთვის, მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  2. 2030 წლისთვის კვების დეფიციტის აღმოფხვრა, ხოლო 2025 წლისთვის მიღწეული იქნას მიზნობრივი მაჩვენებლები 5 წლამდე ასაკის ბავშვების ზრდის შეფერხების შემცირების მიმართულებით; ასევე დაკმაყოფილებული იქნეს მოზარდი გოგონების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, ასევე ასაკოვანი პირების კვებითი საჭიროებები
  3. 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და სურსათის მცირე მწარმოებლების, კერძოდ, ქალების, მკვიდრი მოსახლეობის, საოჯახო ფერმერების, მწყემსებისა და მეთევზეების შემოსავლების გაორმაგება, მათ შორის მიწაზე და სხვა პროდუქტიულ რესურსებზე და საშუალებებზე, ცოდნაზე, ფინანსურ მომსახურებაზე, ბაზრებსა და დამატებითი ღირებულების შექმნის და არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებზე უსაფრთხო და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით
  4. 2030 წლისათვის სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა და სიცოცხლისუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც გაზრდის პროდუქტიულობას და წარმოების მოცულობას, ხელს შეუწყობს ეკოსისტემების შენარჩუნებას, რაც გააძლიერებს კლიმატის ცვლილებასთან, ექსტრემალურ ამინდთან, გვალვასთან, წყალდიდობასა და სხვა სახის კატაკლიზმებთან ადაპტირების უნარს და თანდათანობით გააუმჯობესებს მიწის ნაკვეთებისა და ნიადაგის ხარისხს
  5. 2020 წლისთვის თესლების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ფერმისა და შინაური ცხოველების და მათი მონათესავე ველური სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მათ შორის კარგად მართული და დივერსიფიცირებული სათესლე და მცენარეთა ბანკების საშუალებით სახელმწიფო, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე, აგრეთვე გენეტიკური რესურსების და ამასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის გამოყენებით მიღებული სარგებლის ხელმისაწვდომობის და სამართლიანი და თანაბარი გაზიარების უზრუნველყოფა, როგორც ეს საერთაშორისო დონეზე იქნა შეთანხმებული
  6. სოფლის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის კვლევის და საკონსულტაციო მომსახურების, ტექნოლოგიების განვითარების და მცენარეებისა და მსხვილფეხა საქონლის გენეტიკურ ბანკებთან დაკავშირებით ინვესტიციების ზრდა, მათ შორის ინტენსიური საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, განვითარებად, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიზნით
  7. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვებისა და შეფერხებების აღმოფხვრა, მათ შორის სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუტებზე სუბსიდიებისა და ყველა მსგავსი გავლენის მქონე აქტივობის ერთობლივი გაუქმება, დოჰას განვითარების რაუნდის შესაბამისად
  8. სურსათის სასაქონლო ბაზრების გამართული ფუნქციონირებისა და საბაზრო ინფორმაციაზე დროული წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის საკვები პროდუქტების რეზერვების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული და სურსათის ფასების მკვეთრი რყევები

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/hunger/

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami