სწრაფი მოდა

იხილეთ გვანცა ლომიძის სტატია „სწრაფი მოდა“.


მოდის ინდუსტრიის პრობლემა

ადამიანს გაზვიადებულმა მოთხოვნამ სიტყვა „სწრაფი“ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტერმინად აქცია. როდესაც შეგვიძლია მივიღოთ ყველაფერი დღეს, არ დავიცდით ხვალამდე – ეს თანამედროვე  ეპოქის მნიშვნელოვან წესად იქცა, ამას კი გავლენა მოდის ინდუსტრიაზეც ჰქონდა.

სწრაფი მოდა გულისხმობს სწრაფი პროცესით მიღებულ სამოსს, რომლის ფასიც და შესაბამისად,  ხარისხიც  საკმაოდ დაბალია. სწრაფი მოდის ბრენდების წარმოებას დიდი გავლენა აქვს გარემოზე, ეს ინდუსტრია წლიურად გამოყოფს 1 715 000 ტონა სათბურ გაზს, ნახშირორჟანგს, მეთანს და აზოტის ქვეჟანგს ეს პროცესი კი ხელს უწყობს ტემპერატურის მომატებას, რასაც, საბოლოოდ, მივყავართ კლიმატის ცვლილებამდე. ქარხნები წარმოებისათვის დაახლოებით 79 000 000 000 კუბურ მეტრ წყალს მოიხმარენ, მაგალითად, ერთი ბამბის მაისურის წარმოებისთვის საჭიროა 3 000 ლიტრი წყალი, ხოლო 1 ტონა ქსოვილისთვის — 200 ტონა. ეს ინდუსტრია მსოფლიოში გარემოს დაბინძურების  მხრივ მეორე ადგილზეა და მხოლოდ ნავთობის ინდუსტრიას ჩამორჩება. სწრაფი მოდის ბრენდებიძირითადად, ბანგლადეშში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და ვიეტნამში იწარმოება. ტექსტილის წარმოების  ეს მიდგომა ითვალისწინებს  შრომის ექსპლუატაციას, უმეტესად დასაქმებულები არიან ქალები და ბავშვები, ისინი მუშახელის 90% წარმოადგენენ. სამუშაო დრო დღეში 12-20 საათია, თუმცა მომუშავეები კვირაში 7 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

წარმოების პროცესში გამოიყენება პოლიესტერი და გენმოდიფიცრებული ბამბას, ისინი ტოქსიური საღებავებით იღებება. პოლიესტერი დასამზადებლად იაფია, თუმცა არ არის ბიოდეგრადირებადი და შესაბამისად, გადაყრილი ტანსაცმელი ხშირად ხანგრძლივ კვალს ტოვებს ჩვენს პლანეტაზე. სინთეტიკური ქსოვილები ჩვენი ტანსაცმლის 72%-ს წარმოადგენს, მათ გახრწნას კი შეიძლება 200 წელიც კი დასჭირდეს.

წლების განმავლობაში მომხმარებლური ფსიქოლოგია შეიცვალა, დღეს ადამიანები ორჯერ მეტ ტანსაცმელს იძენენ ვიდრე 10 წლის წინ. ვინაიდან, სწრაფი პროცესით შექმნილი სამოსი საკმაოდ იაფი ღირს, მომხმარებელი ფიქრობს, რომ საკუთარი ბიუჯეტის ეკონომიას აკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსგვასი სამოსი ერთ წელზე ნაკლებ დროში ხვდება ნაგავსაყრელზე. გაერთიანებულ სამეფოში, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი ინახება გარდერობებში, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში არავის ცმია. იმის ნაცვლად, რომ მოვუაროთ ჩვენს ნივთებს და დავაკეროთ მომძვრალი ღილები, მათი ხელმისავწდომობიდან გამომდინარე, უბრალოდ ვაგდებთ მათ და ახალ ჩამნაცვლებლებს ვეძებთ.

მდგრადი მოდა — ახალი შესაძლებლობა

დღეს სწრაფ მოდის ჩანაცვლებას ცდილობს მდგრადი მოდა, დიდი კომპანიები ქმნიან ქვებრენდებს, რომელიც პროდუქციას ეკომეგობრული გზით აწარმოებს. დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში მდგარდი მოდა დაინერგა სასწავლო სისტემაში. მდგარდი მოდის პიონერები არიან: „KERING“-ფრანგული მოდის ჯგუფი, „STELLAMcCARTNEY“, მოდის დიზაინერი და პოლიტიკური აქტივისტი ვივიენ ვესტვუდი, „PATAGONIA“ და „PANGANIA“, ეს კომპანიები იცავენ ყველანაირ  ეთიკას  პროდუქციის წარმოებისას.

ეთიკური მოხმარება, შესაძლოა, პრაქტიკულ დონეზე ვერ განხორციელდეს მოდის ინდუსტრიაში. თავად ბრენდები, რომელთაც სურთ მდგრადი მიდგომების დანერგვა თავიანთ საქმიანობაში, ერთ-ერთ ბარიერად სწორედ მომხმარებლებს ასახელებენ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს, ცნობიერების დაბალი დონით, ან მდგრად პროდუქტში მეტი თანხის გადახდის სურვილის არ ქონით.

დღეს ბევრი ალტერნატივაა სწრაფი მოდის ჩასანაცვლებლად: მეორეული და საქველმოქმედო მაღაზიები, გადამუშავება და გადაკეთება, ტექსტილის ბრუნვა, გაყიდვა ან გაჩუქება. ბრენდებმა უნდა განავითარონ ისეთი ახალი ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომლებიც იძლევა გადამუშავების საშუალებას წყლის, ენერგიის და ქიმიური ნივთიერებების მინიმალური რაოდენობის გამოყენებით.


გამოყენებული წყაროები სტატიაში „სწრაფი მოდა“:

Audrey Stanton, „What Is Fast Fashion, Anyway?

The University of Queensland, Fast fashion quick to cause environmental havoc

Green America,Factory Exploitation and the Fast Fashion Machine


სტატიის „სწრაფი მოდა“ შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *