ცენტრალური ბანკი კლიმატი

ცენტრალური ბანკები და კლიმატის ცვლილება

აღნიშნული სტატია პირველად დაიბეჭდა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გერმანულ ენაზე (შეგიძლიათ იხილოთ აქ).
ინგლისურ ენაზე, რომლის თარგმანსაც აღნიშნული წარმოადგენს შეგილიათ იხილოთ აქ.


სტატიაში “გვჭირდება თუ არა მწვანე მონეტარული პოლიტიკა? არა, რადგან ცენტრალურ ბანკებს არ შეუძლიათ იყვნენ გლობალური კლიმატის მხსენელები” (NZZ, 16.1.2020), NZZ ეკონომიკური რედაქტორი ტომას ფუსტერი განმარტავს თავის სკეპტიციზმს ცენტრალური ბანკების კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირების მნიშვნელობის მზარდ ტენდენდენციაზე. იგი შიშობს, რომ კლიმატის საკითხების მონეტარულ პოლიტიკაში ჩართვა ცენტრალურ ბანკებს ჩააყენებს სარისკო მდგომარეობაში, რომლის არც ლეგიტიმაცია გააჩნიათ და არც შესაბამისი საშუალება. ასევე იგი შიშობს, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობას დავთმობთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრი ნიშანია, რაც ამ ყველაფრის საპირისპიროს ამტკიცებს. ცენტრალური ბანკები, რომლებიც უგულებელყოფენ კლიმატის ცვლილებას, იმყოფებიან მზარდი წნეხის ქვეშ.

კლიმატის რისკის ინტეგრაცია რისკის ანალიზში
ამ წნეხის საწინააღმდეგოდ პირველი ნაბიჯი არის კლიმატის რისკების ინტეგრირება ცენტრალური ბანკების რისკების ანალიზში, რაც ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდების შეძენასა და მათ უზრუნველყოფად გამოყენებას მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებში. ცენტრალური ბანკების უმეტესობა რეიტინგებისთვის იყენებს გარე პროვაიდერებს, როგორებიცაა Fitch, Moody’s და Standard & Poor’s. 2018 წელს როდესაც გაიმართა ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სისტემის გამწვანების ზედამხედველთა ქსელის (Supervisors Network for Greening the Financial System) შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ცენტრალური ბანკი და საზედამხედველო ორგანიზაცია, მათ შორის შვეიცარიის ეროვნული ბანკი, აღინიშნა, რომ კლიმატის რისკები ადეკვატურად არ იყო ასახული ამ რეიტინგებში. დასკვნა კი ნათელია: ცენტრალურმა ბანკებმა აღნიშნული აცდენები რისკის პროცესებში უნდა შეავსონ – ეს ასევე NZZ-იმ თავის ანალიზში წინა პლანზე წამოწია აპრილში (2019). ეს არა თუ ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის მიზნებსა და მანდატს, არამედ პირიქით მისი მოვალეობაა.

ბაზრის ნეიტრალურობა არის მითი
ტომას ფუსტერის მოსაზრება, რომ აღნიშნული არღვეს ბაზრის ნეიტრალიტეტის სავარაუდო პრინციპს, არის მითი. ცენტრალური ბანკები არ არიან ნეიტრალურები ბაზარზე. ფაქტია, რომ მათი ობლიგაციების შესყიდვა შემოიფარგლება მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ფასიანი ქაღალდებით. ისინი აქტიურ გადაწყვეტილებებს იღებენ მათი ბალანსის სხვადასხვა აქტივების კლასში გადანაწილების შესახებ. შვეიცარიის ეროვნული ბანკი ყიდულობს აქციებს, სხვა ცენტრალური ბანკები კი არა. შვეიცარიის ეროვნული ბანკი ასევე გამორიცხავს აქციების შეძენას საბანკო და ბანკის მსგავსი ინსტუტიტებისგან. მოსაზრება, იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ბაზრისთვის ნეიტრალური და კლიმატის რისკების გათვალისწინება შორს წაგვიყვანს, არის უბრალოდ რისკის შემცველი.


სოციალური საკითხების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებლობას
ამ რისკის პერსპექტივის მიღმა, სულ ცხადი ხდება, რომ კლიმატის დაცვა ასევე უნდა ჩაითვალოს უნიკალურ მიზნად. თომას ფუსტერისთვის ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის და პოტენციურ კონფლიქტშია ცენტრალური ბანკების მანდატთან, რაც არის ფასების სტაბილურობა. თუმცა, კონფლიქტურ მიზნებთან გამკლავება უკვე ცენტრალური ბანკების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. სულ მცირე, ფინანსური კრიზისის შემდეგ, ცენტრალური ბანკების მანდატის დაემატა ფინანსური სტაბილურობა. შვეიცარიის ეროვნული ბანკის მანდატი ასევე ითვალისწინება ეკონომიკურ განვითარებას და იგი ვალდებულია შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ნორმები, რომლის ხელმომწერიც შვეიცარიაა. ეს ასევე მოიცავს პარიზის შეთანხმებას და მის მოთხოვნებს ფინანსური ნაკადების კლიმატის დაცვის მიზნებისკენ მისამართად.
ცენტრალური ბანკები იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს წინააღმდეგობრივი მიზნების მისაღწევად. პირველადი და მეორადი მიზნების ერთმანეთისგან განსხვავება ამის განხორციელების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. არაფექტიანი მიდგომა კი სწორედ ისაა, რომ სრულად უგულებელვყოთ ფუნდამენტური საზოგადოებრივი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება კლიმატის ცვლილებას. აღნიშნული ძირითადი პრიორიტეტის უგულებელყოფა საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობას.


სტატიის ავტორი: ალექსანდრე ბარკავი – იგი არის არის CEP- ის დამფუძნებელი და დირექტორი. CEP– ის შექმნამდე იგი იყო SAM ინდექსების მმართველი დირექტორი და პასუხისმგებელი იყო Dow Jones მდგრადი ინდექსების (DJSI) განვითარებაზე.
თარგმანი:
ლევან ფანგანი
წყარო: https://www.cepweb.org/central-banks-and-climate-change/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami