რუბრიკის „საუბრები მდგრადი განვითარებაზე“ ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრა მიეძღვნა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობასა და ამ საკითხის გარშემო არსებულ გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებს.
აღნიშნულ თემაზე ისაუბრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ანა ფაშალიშვილმა.
შეხვედრის ორგანიზატორია მდგრადი განვითარების ინსტიტუტი (ISD) და პლატფორმა Sustainability.ge, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საუბრების მხარდამჭერია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting, რომლის მიზანია კომპანიების მდგრადი განვითარება და ცვლილებების წარმატებული დანერგვა.
იხილეთ აგრეთვე: საუბრები მდგრად განვითარებაზე: კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პოლიტიკა და საქართველო