მწვანე არქიტექტურა

მდგრადი არქიტექტურა

მდგრადი არქიტექტურა შენობებს ენერგოეფექტიანად აქცევს. მათ აქვთ ნახშირბადის დაბალი ნაკვალევი  და ახასიათებთ ნეიტრალური  ზემოქმედება გარემოზე. ასევე მდგრადი არქიტექტურა გულისხმობს მშენებლობებში სამშენებლო მასალების და ოპერაციების წარმართვისა და შენარჩუნების მიზნით, მაქსიმალურად მდგრადი და ენერგოეფექტიანი სისტემების გამოყენებას.

მწვანე არქიტექტურა და დიზაინი შეიძლება გულისხმობდეს:

  • სავენტილაციო სისტემებს, რომლებიც შექმნილია ეფექტიანი გათბობისა და გაგრილებისთვის;
  • ენერგოეფექტიან   განათებას  და ტექნიკას;
  • სანტექნიკას, რომლის მიზანია წყლის დაზოგვა;
  • განახლებადი ენერგიის  წყაროებს, როგორიცაა მზის ენერგია ან ქარის ენერგია;
  • არატოქსიკურ  მასალებს;
  • კანონიერი გზით მოპოვებულ ხის მასალას;
  • გადამუშავებული არქიტექტურული ნარჩენების  გამოყენებას;
  • წვიმის წყლის გამოყენებას და ა.შ.

რათა აღვიქვათ  თუ რას გულისხმობს მდგრადი არქიტექტურა   წარმოგიდგენთ  რამდენიმე  არაჩვეულებრივ  ნიმუშს:

შილდა
  1.  X-architecture    არის ბრიტანული ფირმა, რომელსაც აქვს ოფისები ლონდონში და თბილისში. მათ შექმნეს  არაჩვეულებრივი შენობის პროექტი , რომელსაც „შილდა“ ჰქვია. შენობის გაგრილების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენება ნიადაგის თერმული მასა, ხოლო ფასადის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი მზის სხივები. ასევე  კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად – წელიწადში 63 ათასი ევროს (72 ათასი აშშ. დოლარის) დაზოგვა შეძლო. „შილდას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე. საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნათურებიც კი ენერგოეფექტურია.

მწვანე არქიტექტურა
  1. ყავის ქარხნის „მეამა“-ს მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით, რაც მეტყველებს მის არქიტექტურულ უნიკალურობაზე. თუმცა არაფერია იმაზე გამორჩეული ყავის ქარხანა „მეამა“-ში, ვიდრე ე.წ. „მწვანე გადახურვა“, რადგან პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყავის ქარხნის ექსტერიერს ეხმიანება მისი ინტერიერიც. შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ. ამასთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს, მსგავსად კრონოსის სასახლისა. კიდევ ერთი რამ, რაც ყავის ქარხანას გამოარჩევს ყველა სხვა შენობისაგან არის მისი არქიტექტურული სირთულე, რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს.

Corallo House
  1. PAZ Arquitectura–მა შექმნა Corallo House–ის პროექტი სანტა როსალაში, გვატემალაში, რომელიც მოიცავს 8 040 კვადრატულ ფუტს (ან 747 კვადრატულ მეტრს) და დამზადებულია გადამუშავებული  მასალებისგან. 

Park Royal Hotel Pickering
  1. არქიტექტურული ფირმა WOHA    დაარსდა Wong Mun Summ და Richard Hassell- ის მიერ 1994 წელს. მათ ააშენეს მსოფლიოში ცნობილი მწვანე შენობები, მაგალითად სინგაპურში Park Royal Hotel Pickering, სადაც წარმოდგენილია  ბაღები, აუზები, ჩანჩქერები. 

სამშენებლო სექტორში  დღეს ყველაზე მდგრადი სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალებია:

ბიოდეგრადირებადი მასალები

ტრადიციული მეთოდების უმეტესობა იწვევს ნარჩენების, პროდუქტებისა და ტოქსიკური ქიმიკატების დაგროვებას, რომელთა უმრავლესობას ასობით წელი სჭირდება დეგრადაციისათვის. ბიოდეგრადირებადი მასალები, როგორიცაა ორგანული საღებავები, ხელს უწყობენ გარემოზე უარყოფითი გავლენის შეზღუდვას, რადგან ისინი ადვილად იშლება ტოქსინების გამოყოფის  გარეშე. ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენება საძირკვლის, კედლებისა და საიზოლაციო ნაწილებისთვის მდგრადი სამშენებლო ტექნოლოგიის ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად გამოყენებული ბიოდეგრადირებადი მასალებია: ბამბუკი, უდაბნოს ქვიშა, ლინოლეუმი, ბიოპლასტიკა,მიცელიუმი.

მწვანე იზოლაცია

მწვანე იზოლაცია გთავაზობთ გამოსავალს ძველი და გამოყენებული მასალების სახით, როგორიცაა: დენიმი  და გაზეთი.  ასევე მწვანე იზოლაციის ალტერნატივებს მიეკუთვნება: ცხვრის მატყლი, ბამბა, პოლისტირონი, აირგელი, ცელულოზა.

დაბალი ენერგიის სახლი

დაბალი ენერგეტიკული სახლისთვის გლობალური განმარტება არ არსებობს იმის გამო, რომ ეროვნული სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება. გერმანიაში „დაბალი ენერგიის სახლს“ (Niedrigenergiehaus) აქვს ენერგიის მოხმარების ზღვარი 50 კვტ.სთ / მ² წელიწადში სივრცის გათბობისთვის. შვეიცარიაში ეს ტერმინი გამოიყენება MINERGIE სტანდარტთან დაკავშირებით – წელიწადში არაუმეტეს 42 კვტ.სთ / მ² უნდა იქნას გამოყენებული გათბობისთვის.  დაბალ ენერგეტიკულ შენობებში, როგორც წესი, იყენებენ  ენერგოეფექტურ ფანჯრებს, ვენტილაციას სითბოს  შენარჩუნებისათის, რათა შეამცირონ გათბობისათვისა   და გაგრილებისთვის  დასახარჯი ენერგია. მათ შეუძლიათ აგრეთვე გამოიყენონ მზის შენობის პასიური დიზაინის ტექნიკა ან მზის აქტიური ტექნოლოგიები. 

ელექტროქრომიკური ჭკვიანი მინა

ელექტროქრომიკური ჭკვიანი მინა  ასევე წარმოადგენს ერთ – ერთ ტექნოლოგიას მდგრადი მშენებლობის სფეროში. ელექტრონული ჭკვიანი შუშა არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდებში მუშაობს მზის სხივების მაღალი ტემპერატურის დასაბლოკად. მომხმარებლებს საშუალება აქვთ  აირჩიონ მზის სხივების რა მოცულობის დაბლოკვა სურთ. ამ ტექნოლოგიით, სახლებსა და კომერციულ შენობებს შეუძლიათ ბევრი დაზოგონ გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების ხარჯებზე.

მზის ენერგია

მწვანე მშენებლობაში არსებობს მზის აქტიური ენერგია და მზის პასიური ენერგია. მზის აქტიური ენერგია არის მზის ფუნქციონალური სისტემების გამოყენება, რომლებიც შთანთქავენ მზის სხივს გათბობისთვის და ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. ეს ამცირებს ელექტროენერგიის ან გაზის მოხმარების საჭიროებას. მზის პასიური ენერგია არის დიზაინი, რომელიც იყენებს მზის სხივებს სახლების გასათბობად ფანჯრების სტრატეგიული განლაგებისა და სითბოს შთანმთქმელი ზედაპირების გამოყენებით. ეს პროცესები ამცირებს სახლის გათბობის აუცილებლობას ისეთ პერიოდში, როგორიცაა ზამთარი.


გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.thoughtco.com/what-is-green-architecture-and-green-design-177955#:~:text=Green%20architecture%2C%20or%20green%20design,building%20materials%20and%20construction%20practices.
https://www.euronews.com/living/2019/07/10/5-magnificent-examples-of-green-architecture-around-the-world

ასევე იხილეთ: გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში.

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *