25 და 26 სექტმებერს ოიკოს თბილისის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „oikos CEE Meeting“ გაიმართა. 2020 წლის კონფერენციის სახელწოდება „იმოქმედე მდგრადი განვითარებისთვის“ („Act For Sustainability“) იყო და აერთიანებდა 3 ძირითად თემას: ცვლილებებს მსოფლიოში, ბიზნესსა და სწავლების მეთოდებში. ღონისძიება, ეპიდვითარების გამო სრულიად ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
კონფერენციის ორივე დღე მოიცავდა როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ნაწილებს. ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავალო ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს. ორივე დღეს კონფერენციას ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
„Act For Sustainability-ის“ ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი პლატფორმის (sustainability.ge-ის) წარმომადგენლებიც.
ღონისძიების შესახებ ჩვენს შეკითხვებს ოიკოს თბილისის პრეზიდენტი, დიანა ბაბლიაშვილი პასუხობს:
რამდენად დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო თქვენთვის მსგავსი ღონისძიების ორგანიზება?
გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს კოვიდ-ვითარებაც, თავდაპირველად, კონფერენცია იგეგმებოდა შეხვედრის ფორმატით, შემდეგ ჰიბრიდულ ფორმატზე გადავედით, რადგან რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მონაწილეები ვეღარ ახერხებდნენ ქვეყანაში ვიზიტს. საბოლოო რეკომენდაციების თანახმად, კონფერენცია ონლაინ გაიმართა. დღევანდელი გადმოსახედით, აღნიშნულს გამოცდილებად აღიქვამს მთელი გუნდი, ჩათვალეთ სამი კონფერენცია დავგეგმეთ ერთის ნაცვლად, შესაბამისად, გუნდი მზად არის სხვადასხვა ფორმატის პროექტები წარმატებით შესთავაზოს მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებას.
როგორი შეფასება მიიღეთ უშუალოდ მონაწილეებისგან და რა ემოციებით დატოვეს შეხვედრა?
კონფერენციის დასასრული საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ არ სურდათ კონფერენციის დასრულება და კიდევ დაესწრებოდნენ რამდენიმე საათს დიდი სიამოვნებით.
დასასრულს, დიანა აღნიშნავს, რომ ოიკოს თბილისი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის, სიახლეებით და მდგრადი განვითარების პოპულარიზებით დაინტერესებულ მოტივირებულ სტუდენტებს საკუთარ რიგებში ელოდება და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და შემსრულებელი გახდება.
დიანა მადლობას უხდის ჩვენი პლატფორმის წევრებს გაწეული შრომისთვის და ამ სტატიის მკითხველებს მოუწოდებს, მოიწონონ ოიკოს თბილისის Facebook გვერდი, რათა მდგრადი განვითარების მიმართულებით მომავალში ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და აქტივობებს არ გამოაკლდენ.