სტატია „პირადი მოხმარების ნივთები — რჩევები“ დაგეხმარებათ თქვენი პირადი სივრცის მეტი მდგრადობის მიღწევაში.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
საკმაოდ რთული პროცესია მდგრადი ვარიანტების შერჩევა, როდესაც საქმე ეხება ტანსაცლის და ფეხსაცმლის შეძენას.
ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ:
- იყიდეთ ადგილობრივი;
- ყურადღება მიაქციეთ ხარისხს და არა რაოდენობას;
- შეიძინეთ ტანსაცმელი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი, მდგრადი პროდუქტებისაგან;
- შეიძინეთ ორგანული ბოჭკოებისგან შექმნილი სამოსი – ბამბა, კანაფა, მატყლი;
- შეიძინეთ სამართლიანი ვაჭრობის პირობების დაცვით;
- იყიდეთ მეორეული;
- არ უნდა დაგვავიწყდეთ არასასურველი ფეხსაცმლის და სამოსის სხვისთვის ჩუქება ან გადამუშავება.
კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის ნივთები
ზოგადად, კოსმეტიკური საშუალებები, საპირფარეშის ნივთები და პირადი ჰიგიენის საშუალებებს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველთა კეთილდღეობაზე და გარემოზე.
აღსანიშნავია შემდეგი პრობლემები:
- ცხოველებზე მსგავსი პროდუქციის ტესტირება;
- სინთეზური ქიმიკატების გამოყენება, რომლებიც დამზადებულია არამდგრადი, არაგანახლებადი წყაროებისგან;
- ტოქსიკური ინგრედიენტების გამოყენება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს დაავადებს, დეფექტებს, კიბოს და ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემებს;
- არამდგრადი ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება. WWF-ის მონაცემებით, მცენარეების 1 000 -მდე სახეობას ემუქრება გადაშენება მცენარეული საშუალებების მაღალი მოთხოვნილების გამო;
- დიდი რაოდენობით მოთხოვნა კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებელად გამოყენებულ პროდუქტებზე (მაგალითად პალმის ზეთი) იწვევს მიწათსარგებლობის ცვლილებებს, ხე-ტყის და ბიომრავალფეროვნების დაქვეითებას. კიდევ ერთი მაგალითია არაგანახლებადი რესურსის, საპნის ქვის მოპოვება (გამოიყენება ტალკის დასამზადებლად), რომელიც ინდოეთში იწვევს სოციალურ და გარემოს მნიშვნელოვან პრობლემებს.
კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის ნივთები ხშირად მზადდება არაგანახლებადი სინთეზური ინგრედიენტებისგან, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ტოქსიკურია. საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი, განახლებადი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც არატოქსიკური და ბიოდეგრადირებადია. ასევე მსგავს პროდუქტებზე შეფუთვის დანახარჯები მინიმალურია და ექვემდებარება გადამუშავებას.
ჩვენ გირჩევთ:
- უარი თქვით ცხოველების ტესტირებაზე და გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა უსაფრთხოებაც კარგად არის დადგენილი;
- შეიძინეთ პროდუქცია რომელიც მზადდება ხარისხიანი ნედლეულისგან, მცენარეული ზეთებისა და ექსტრაქტებისგან და ახასიათებთ მცენარეთა ბუნებრივი ფერები. თავიდან აიცილეთ მინერალური ზეთები ან ნავთობქიმიური საშუალებები;
- უარი თქვით პროდუქციაზე, რომლებიც ჩვეულებრივ იწვევს ალერგიას ან მგრძნობიარე კანისთვის დამახასიათებელ სხვა პრობლემებს;
- გამოიყენეთ პროდუქცია, რომელიც ბიოდეგრადირებადია და არ შეიცავს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებებს;
- ნუ გამოიყენებთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებთ გარემოზე ან გარშემომყოფებზე;
- გამოიყენეთ პროდუქტი, რომელსაც აქვს მინიმალური და/ან გადამამუშავებელი შეფუთვა.
ავეჯი
თქვენი სახლის ან ოფისის მოსაწყობად ავეჯის ეკო-მეგობრულმა არჩევანმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს პლანეტაზე, ასევე თქვენს ჯანმრთელობაზე.
ახალი, ეკო მეგობრული ავეჯი შესაძლოა იყოს ძვირი, მაგრამ ფასების ეფექტიანი ვარიანტები ყოველთვის არსებობს. ავეჯი შეიძლება დამზადდეს სხვადასასხვა სახის მასალისაგან – ზოგიერთი მდგრადია, ზოგიერთი — არა. ხე განახლებადი რესურსია და შესანიშნავია ავეჯის დამზადებისთვის. ამასთან, ხე უნდა იყოს უხვმოსავლიანი. მსოფლიოს სჭირდება მეტი ხე და არა ნაკლები, ასე რომ, ისეთი მოქმედებები, რომლებსაც ტყეების განადგურებას მოჰყვება არ არის კარგი. ხე შთანთქავს ნახშირორჟანგს და წარმოქმნის ჟანგბადს, ისინი ინარჩუნებენ პლანეტის ზედაპირის სიგრილეს.
სტატიის „პირადი მოხმარების ნივთები — რჩევები“ იდეური წყაროა econation.co.nz.