100 დღე ISSB-ის შექმნიდან

ლი ვაითის, ifrs-ის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის სტატია (თარგმანი)

რა გაკეთდა დღევანდელ დღემდე? 

3 ნოემბერს, COP26-ის ღონისძიებაზე, ქალაქ გლასგოში 2 საჯარო კონსულტაციის, საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიებისა და IOSCO-ს (International Organization of Securities Commissions) მხარდაჭერით IFRS ფონდის (International Financial Reporting Standards Foundation) ნდობით აღჭურვილმა პირებმა გამოაცხადეს საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის (ISSB)-ის შექმნის შესახებ. ISSB (International Sustainability Standards Board) შეიქმნა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის მდგრადობის გამჟღავნების ყოვლისმომცველი გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად და ინვესტორების საინფორმაციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სანამ წელი დასასრულს მიუახლოვდებოდა, ჩვენ მოხარული ვიყავით გამოგვეცხადებინა ემანუელ ფაბერისსაერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის თავმჯდომარედ დანიშვნა. ემანუელი Danone-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, მას აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და მიზნისკენ სწრაფვის უნარი, რაც განაპირობებს ISSB-ის წარმატებით ფუნქციონირებას მისი საქმიანობის გადამწყვეტ, საწყის ეტაპებზე.

ჩვენ ეს წელი დავიწყეთ 2 თანამდებობრივი ცვლილებით. პირველი იყო IASB-ის (International Accounting Standards Board) ამჟამინდელი ვიცე-თავმჯდომარის სუ ლოიდის დანიშვნა ISSB-ის ვიცე-თავმჯდომარედ. სტანდარტების დანერგვის მხრივ დიდი გამოცდილების გარდა, სუ იყო ტექნიკური მზადყოფნის სამუშაო ჯგუფის (TRWG) წევრი, რომელმაც მოამზადა რეკომენდაციები ISSB-ს მუშაობის წარმატებული სტარტის ასაღებად. 

მეორე იყო ჟანინ გუილოტის დანიშვნა ISSB-ის თავმჯდომარის სპეციალურ მრჩევლად. იგი უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევების მიცემას ISSB-ის თავმჯდომარისათვის, ასევე, სხვა ნდობით აღჭურვილი პირებისათვის, რომლებთაც აკისრიათ კონკრეტული პასუხისმგებლობები ღირებულების ანგარიშგების ფონდის (VRF – აერთიანებს ინტეგრირებული ანგარიშგების ჩარჩოს და SASB სტანდარტებს) IFRS ფონდში კონსოლიდაციის პროცესში. 

და ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იყო კლიმატის გამჟღავნების სტანდარტების ბორდის (CDSB) კონსოლიდაცია IFRS ფონდში. ამ კონსოლიდაციის ფარგლებში, CDSB-ის სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს საქმიანობას IFRS ფონდში, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ძირითად ინტელექტუალურ საკუთრებასა და ტექნიკურ აქტივებს ISSB-ის მუშაობის მხარდასაჭერად.

რა არის შემდეგი? 

ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტია გავავრცელოთ თავდაპირველად შემოთავაზებული ზოგადი გამჟღავნების მოთხოვნები და კლიმატის სტანდარტები, ასევე, საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის აუცილებელი ინსტიტუციური მოწყობის ღონისძიებების განხორციელება.

ჩვენ გვაქვს პროგრესისაერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის გუნდში წევრების აყვანის მიმართულებით და უახლოეს კვირებსა და თვეებში კიდევ უფრო მეტ განაცხადებს გამოვაქვეყნებთ.

ISSB-ის მნიშვნელოვანი ელემენტია მისი გლობალური კვალი. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ფრანკფურტთან და მონრეალთან ამ ქალაქებში დაგეგმილი საკვანძო ოფისების გახსნის შესახებ. ასევე, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს პეკინთან და ტოკიოსთან, რათა უზრუნველვყოთ ISSB-ის არსებობა აზია-ოკეანიის რეგიონში. ჩვენ ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ IFRS ფონდის ნდობით აღჭურვილი პირების შეხვედრას ფრანკფურტში ამა წლის პირველ კვარტალში და მონრეალში მეორე კვარტალში, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოგვცემს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აღნიშნული ქალაქების წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის.

ISSB-ის ტექნიკური ჯგუფი (Value Reporting Foundation-თან თანამშრომლობით) მუშაობს ტექნიკური მზადყოფნის სამუშაო ჯგუფის (TRWG) მიერ შემოთავაზებული ზოგადი გამჟღავნების მოთხოვნებისა და კლიმატის პროტოტიპების შემდგომ განვითარებაზე. საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდი მიზნად ისახავს გამოაქვეყნოს ისინი საჯარო განხილვებისათვის ამა წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის. მივესალმებით თქვენს შეხედულებებს და მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა საჯარო კონსულტაციებში. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის სიახლეები გამოიწერეთ შემდეგ ბმულზე: https://www.ifrs.org/projects/completed-projects/2021/sustainability-reporting/ 

და ბოლოს, 2022 წლის ივნისში ჩვენ ველოდებით ღირებულების ანგარიშგების ფონდის (VRF) შემოერთებას IFRS ფონდში. 

2022 წელი იქნება საინტერესო წელი, რადგან ჩვენ დავასრულებთ ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს და გავივლით კონსულტაციებს სტანდარტების საწყის ვერსიებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია გვქონდეს თქვენი მხარდაჭერისა და მუდმივი ჩართულობის იმედი

წყარო: 

https://www.linkedin.com/pulse/100-days-after-issb-announcement-what-has-been-done-yet-lee-white/?trackingId=GqRTh3BjQI6fmCntbI%2BO4A%3D%3D

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *