მდგრადი განვითარება რჩევები

რჩევები მდგრადი განვითარებისთვის

ამ მოკლე სტატიაში, პირადი განვითარებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ საბაზისო რჩევები მდგრადი განვითარებისთვის.


ნახშირბადის ანაბეჭდი

გაიგე რამხელაა შენი ნახშირბადის ნაკვალევი

იმისთვის, რომ რაიმე შეამცირო, ჯერ მისი გაზომვა უნდა შეგეძლოს. მსოფლიოს ნახშირბადის ნაკვალევი თითოეული ჩვენგანის ნაკვალევების ჯამია. იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი ნაკვალევის ზომა, იხილეთ კალკულატორი:


პროდუქტები

იკვებე მდგრადად

შეეცადეთ, შეიძინოთ მაქსიმალურად ახალი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივად, ბიოწარმოების წესების დაცვით წარმოებულს. ხორცის მოხმარებას უფრო დიდი ნახშირბადის ნაკვალევი აქვს, ამიტომ მიირთვით ნაკლები ხორცეული.


ნივთები

შეიძინე ნაკლები რაოდენობის ნივთები

ნივთების არარაციონალური რაოდენობით შეძენა მოითხოვს მეტ რესურსს და შესაბამისად, გარემოც მეტად ზიანდება. დაფიქრდით, რა ნივთები გჭირდებათ. რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით, ისევ იგრძნობთ მის საჭიროებას? თუ პასუხი დადებითია, სანამ შეიძენთ, არჩევანი გააკეთეთ გამძლე ან ხარისხიან მეორეულ საქონელზე. თუ მოინდომებთ, ზოგიერთ მათგანს საკუთარი ხელითაც შექმნით.


გადამუშავება

გამოიყენე ნატურალური რესურსები

გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები, თავი აარიდეთ სინთეთიკური, არაბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებულ პროდუქტებს. უმჯობესია აქცენტი გააკეთოთ გადამუშავებად ნაწარმზე.


მდგრადი ტრანსპორტი

გადადი მდგრად ტრანსპორტზე

თუ საჭიროება არ მოითხოვს, არ გამოიყენოთ ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც დიდი ნახშირბადის ნაკვალევი აქვს. გადაუდებელი საჭიროების გარეშე, აარიდეთ თავი თვითმფრინავს, ეცადეთ, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ერთი ტრანსპოტით იმგზავროთ. გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ნახშირბადს არ გამოყოფს, მაგალითად ველოსიპედი.


მზის ბატარეა

აკონტროლე ენერგიის მოხმარება

დაფიქრით, იქნებ შეგიძლიათ შეამციროთ ენერგიის მოხმარება? არასაჭირო დროს არ ჩართოთ ნათურა, გათიშეთ ელექტრონული მოწყობილობები, როდესაც არ იყენებთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, უპირატეობა მიანიჭეთ განახლებადი რესურსებით წარმოებულ ენერგიას, მაგალითად მზის ბატარეებს.


წყალი

მოუფრთხილდი წყალს

სუფთა წყალი ძვირფასი და არაგანახლებადი რესურსია. წყლის რაციონალური მოხმარებით, წყალმომარაგების სისტემა ნაკლებ დატვირთვას განიცდის, წყალი მიეწოდება მეტ მომხმარებელს და სოციალური კეთილდღეობა იზრდება. გარდა ამისა, სუფთა წყლის რესურსების ხარჯვა ამცირებს მის რაოდენობას და საფრთხეს უქმნის მდგრად განვითარებას. თქვენ უნდა დაკეტოთ ონკანი, როდესაც არ გჭირდებათ, ეზოების მოსარწყავად კი გამოიყენეთ წვიმის ან ნაცრისფერი წყალი.


ბუნებაში ინვესტირება

აანაზღაურე შენი უარყოფითი გავლენა და დააბანდე ბუნებაში

გრძელვადიანი სტაბილურობისათვის, გარემოს მუდმივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. თქვენივე ნახშირბადის ნაკვალევის სიდიდის გამო გამოწვეული ეფექტების ასანაზღაურებლად, შეგიძლიათ დარგოთ ხე, იზრუნოთ გარემოზე და ადამიანებზე. თქვენი ინვესტიციები მიმართეთ გარემოსაკენ.


მდგრადი

ეს საკმარისია?

რა თქმა უნდა, არა! ეს მხოლოდ რამდენიმე რჩევაა თქვენი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ზომიერი მოხმარების დამკვიდრებისთვის. რეალურად, მეტი პრობლემის მოგვარება მოგვიწევს და მეტი ძალისხმევაც. მსგავს და უფრო კონკრეტულ რჩევებს, მომავალში კიდევ შემოგთავაზებთ. ახლა კი, მოემზადეთ, თქვენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ მდგრადი განვითარებისთვის!


სტატიის „რჩევები მდგრადი განვითარებისთვის“ იდეის წყაროა econation.co.nz.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *