gec consulting

ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა – Young Business Consultants Program

GEC არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციების გაწევა 2010 წლიდან დაიწყო. GEC სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და აქვს წარმომადგენლობა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. კომპანია გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და საკუთარი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

GEC-ს საკუთარი წვლილი შეაქვს ბაზარზე კვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში და აქტიურად მხარს უჭერს სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულების დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას. ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გადიან ანაზღაურებად, გრძელვადიან სტაჟირების პროგრამას  კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, სადაც ტოპ ბიზნეს კონსულტანტებისგან დაკომპლექტებული მენტორები უზიარებენ მათ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.

პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა როგორც ონლაინ ასევე ბეჭდურ ბიზნეს ლიტერატურაზე, ესწრებიან სხვადასხვა თემაზე მათთვის ორგანიზებულ ტრენინგებს და სასწავლო კურსებს. ახალგაზრდები ერთვებიან კომპანიაში მიმდინარე შიდა და გარე პროცესებსა და პროექტებში, რაც საბოლოო ჯამში მათ აძლევს საშუალებას რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით მიიღონ პროფესიული გამოცდილება.

ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიო კლასის ბიზნეს კონსულტანტების, პასუხისმგებლიანი ლიდერებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ჩამოყალიბებას.


ოფიციალური საიტი: gec-consulting.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *