ინგ. Slavery
ადამიანის მდგომარეობა, რომლის მიმართ ხორციელდება საკუთრების უფლების გამომხატველი რომელიმე ან ყველა ნიშანი. მონობის ძირითადი დამახასიათებელი ელემენტია ადამიანის საკუთრებაში ყოლის ან მასზე კონტროლის განხორციელება, მისი იძულება და გადაადგილების შეზღუდვა; ისევე, როგორც წასვლის ან დამქირავებლის შეცვლის შესაძლებლობის არქონა (მაგ., ტრადიციული მონური შრომის სისტემა, იძულებითი შრომა, ბატონყმური მდგომარეობა, იძულებითი შრომა და მონობა წესჩვეულებითი ან რელიგიური მიზნებით).
« ლექსიკონში დაბრუნება