ინგლ.: World heritage site
დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორია, რომელიც იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.
შერჩეული ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.
წყარო: საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
« ლექსიკონში დაბრუნება