ინგლ.: Protected landscape
ეროვნული მნიშვნელობის დაცული ტერიტორია, რომელიც შექმნილია მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის ფართო სახმელეთო ტერიტორიას და/ან აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.
საქართველოში 3 დაცული ლანდშაფტია: თუშეთის, არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები. მათი საერთო ფართობია 138 327 ჰა.
წყარო: საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
« ლექსიკონში დაბრუნება