საიტის მოხმარების წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს; ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს. sustainability.ge უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში.
მომხმარებელი
პირი, რომელიც განიხილავს ვებ-გვერდით სარგებლობს ან სარგებლობს პლატფორმით.
განსაკუთრებული პირობები
sustainability.ge არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის, ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან.
მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
sustainability.ge-ზე განთავსებული ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალა წარმოადგენს პლატფორმის საკუთრებას ან მინიჭებული აქვს მასალის გამოყენების უფლება. ამ მასალის გამოყენების წესებს არეგულირებს საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მონაცემთა დამუშავება
sustainability.ge ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად, ამასთან, მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. sustainability.ge უფლებას იტოვებს, დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
მონაცემთა დაცვა
sustainability.ge მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა; sustainability.ge პასუხს არ აგებს, თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
უარი გარანტიებზე
sustainability.ge პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება sustainability.ge-ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
sustainability.ge აქტიურად მუშაობს, რომ მოგაწოდოთ მუდმივი წვდომა ვებ გვერდის ფუნქციებთან. თუმცა არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს თუ ვებ-გვერდი / მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
sustainability.ge პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
sustainability.ge პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
მოქმედი სამართალი
ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.