ვეგეტარიანული

რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა planta.ge-ს ვებ-გვერდზე ავტორის მიერ.

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ვეგეტარიანელი –  მას შეიძლება სურდეს ჯანმრთელი ცხოვრება, დიდხანს სიცოცხლე, გარემოს დაბინძურების შემცირება, დედამიწის გადარჩენა, ეცოდებოდეს ცხოველები ან ქონდეს ყველა ეს მიზეზი ერთდროულად.

ჩემთვის ეს ყველაფერი ერთად იყო. ყველანაირ საკვებს ვიღებდი ბავშვობიდან და ხორცი ყოველდღე შედიოდა ჩემი კვების რაციონში. პატარაობიდან ცოტა სუსტი ორგანიზმი მქონდა და ძალიან ხშირად ვიყავი ავად – გაციება, სიცხე, გრიპი. ძალიან ბევრ წამლებს და C ვიტამინს ვსვამდი, თუმცა ამას კარგი არაფერი მოუტანია. ეხლა უკვე თითქმის 9  წელია რაც ვეგეტარიანულად ვიკვებები , რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია. ბევრად უფრო მეტი ენერგია მაქვს (რის ნაკლებობასაც განვიცდიდი) და ბევრად უფრო მსუბუქად ვგრძნობ თავს. გარდა ამისა მიხარია რომ ჩემ გამო ცხოველები არ იტანჯებიან და გარემოსაც ნაკლებად ვაბინძურებ.

ზოგადად უკვე დიდი ხანია ცნობილი და დამტკიცებულია რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან. ყველა დაავადების 70% მოდის არასწორი კვებისგან, აქედან ერთმესამედ შემთხვევაში კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს. ვეგეტარიანული კვება ბევრი დაავადების რისკს ამცირებს. მათ შორის –  ჭარბწონიანობის, მაღალი წნევის, არტერიული დავადების, დიაბეტის და სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეების. არსებობს რამოდენიმე ტიპის ვეგეტარიანული დიეტა, ამ შემთხვევაში განვიხილავ სტანდარტული ვეგეტარიანულ კვებას რაც მოიცავს – ბოსტენეულს, ხილს, რძის პროდუქტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა საკვები გარდა ცხოველური ხორცისა და ზღვის პროდუქტებისა.

ასობით მიზეზი არსებობს რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვების სტილი. შევეცდება ჩამოვთვალო ძირითად მიზეები:

ამცირებს დაავადებების რისკს.  ვეგეტარიანული დიეტა ბევრად უფრო ჯანმრთელი კვებაა, ვიდრე სტანდარტული ხორცით გაჯერებული კვება. ვეგეტარიანული კვება, რომელიც ნაკლებცხიმიანი პროდუქტების მიღებას გულისხმობს, ყველაზე ეფექტური გზაა შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ძირითადად ასეთი კვება უკეთესია იტიმომ რომ ნაკლებ ცხიმებს და ქოლესტერინს შეიცავს, სანაცვლად უფრო მეტ ვიტამინებს და მინარელებს იღებს ორგანიზმი, რაც აძლიერებს იმუნინეტს, როცა ხორცპროდუქტები პირიქით მომქმედებს.

ამცირებს წონას. არანაირ დიეტაზე აღარ მოგიწევთ ყოფნა, თუ სწორ კვებაზე გადახვალთ. ვეგეტარიანელებში ჭარბი წონის პრობლემა თითქმის არ არსებობს. თუ რათქმაუნდა ზედმეტ ცომს არ ვიღებთ.

ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ცხოველური დიეტა “აბინძურებს” არტერიებს, აქვეითებს იმუნურ სისტემას და ხორცის მონელებას მიაქვს ბევრად მეტი ენერგია. მაგალითად, ამერიკაში კვლევის შედეგად ცნობილი გახდა რომ, ვეგეტარიანელები 13 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ ვიდრე ისინი ვინც ხორცპროდუქტებით იკვებებიან. ყველაზე დიდხანს მცოხვრები ადამიანები იაპონიის ერთ-ერთ დასახლებაში, ვეგეტარიანულ დიეტას მისდევენ.

მატებს ენერგიას. ბევრი ცხოველური  ცხიმის მიღება იწვევს იმას, რომ ორგანიზმის არტერიები არ იხსნება კარგად და კუნთებს არ მიეწოდება საკმარისი დოზით ჟანგბადი, შედეგად ვიღებთ დაღლილობას. უმი ბოსტნეული და ხილი პირიქით მოქმედებს, უფრო მეტ ენერგიას აძლევს ორგანიზმის.

ორგანიზმს თავიდან აცილებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით 95% პესტიციდების (ქიმიური ნივთირებები, რომელსაც იყენებენ პროდუქტების “შესაწამლად”) ნალექი საკვებში მოდის ხორცზე, თევზზე და რძის პროდუქტებზე (ვფიქრობ საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტი ნაკლებად საშიში უნდა იყოს). თევზი მაგალითად, შეიძლება შეიცავდეს კარცენოგენებს და მძიმე მეტალებს (მერკური, კადმიუმი, დარიშხანი), რომელიც არ შორდება გაყინვით და გაცხელებით. ხორცი ასევე შეიძლება გაჯერებული იყოს სტეროიდებით და ჰორმონებით, რასაც გამოიყენება იმისთვის რომ ცხოველები მალე გაზარდონ და არაბუნებრივად გაასუქონ.

უფრთხილდება ცხოველების სიცოცხლეს. ბევრისთვის ეს მიზეზი შეიძლება მთავარი იყოს, ბევრს კი შეიძლება საერთოდ არ აღელვებს ეს თემა, რადგან მიაჩნათ რომ ცხოველი ადამიანის საჭმელად არიან გაჩენილი. ცხოველები ისეთივე ბინადრები არიან ამ პლანეტის როგორიც ადამიანები. წელიწადში ათობით მილიარდ ცხოველს კლავენ საკვებად. ისინი ცხოვრობენ თავიანთი სხეულის ზომის გალიებში სადაც მათ სპეციალურ საჭმელს ძალადობრივად აჭმევენ რომ მალე გასუქდნენ. ასე აწვალებენ, ტანჯავენ მთელი ცხოვრება, და ბოლოს კლავენ, ზოგ შემთხვევაში წამებითაც კი (ბევრი საზარელი ვიდეო მტკიეცებულებები არსებობს). ეს ნატანჯი ორგანიზმი შემდეგ ხდება ჩვენი სხეულის ნაწილი. ისინი მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა არიან ადამიანებზე (ევოლუციურ განვითარებაში), სხვა ყველაფერი საერთო აქვთ. მათ ისევე ტკივათ და ისევე უხარიათ როგორც ადამიანებს. ძაღლიც ცხოველია, კატაც, ძროხაც, ღორიც და ქათამიც. ზოგს ვეფერეთ, ზოგს კი საკვებში ვიყენებთ. პრობლემა ის არის რომ, რადგან დაბადებიდანვე ჩვენ არ გქონია არჩევანი, ეს ფაქტი სტანდარტულად მივიღეთ და არც არასდროს დავფიქრებულვართ რომ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს ეთიკური. 

ამცირებს გარემოს დაბინძურებას. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ხორცის მასს პროდუქციისგან წამოსული ქიმიური ნივთიერებებს და ნარჩენებს დაბინძურებული აქვს 276,000 კილომეტრი მდინარეები და წყალსაცავები. ხორცის მას პროდუქცია აბინძურებს ჰაერს, აქრობს ტყეებს და არღვევს პლანეტის კლიმატს. იმისათვის რომ გამოკვებონ 10 მილიარდი ცხოველი წელიწადში, ამაზონის ჯუნგლებში ანადგურებენ ტყეებს, სადაც ხეების გარდა ათასობით სხვა ორგანიზმი ცხოვრობს და თესავენ სოიოს პლანტაციებს მათ მაგივრად, შედეგად ვიღებთ მსუყე ბურგერს ან შაურმას, რომელიც აბერებს და აზიანებს ჩვენ ორგანიზმს და ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს. ამაზონის ტყეების განადგურება, ზოგადად ხეებისაც, იწვევს კლიმატის ცვლილებას (გლობალურ დათბობას). უკანასკკნელ 40 წელიწადში ანტარქტიკის 40% ყინული გადნა, რაც უკვე სავალალოდ აისახება პლანეტის კლიმატის ცვლილებაზე. გლობალური დათბობა გამოიწვევს მარად თეთრი თოვლის დნობას მთებში, რაც გამოიწვევს მდინარეების დაშრობას. ამაზე დაახლოებით 30%-ით, პასუხისმგებელია ხორცის მას პროდუქცია. ხორცის მას პროდუქცია უფრო მეტ ზიანს აყენებს პლანეტას, ვიდრე ყველა ავტომობილი მსოფლიოში ერთად აღებალი.

ამცირებს ხარჯებს. ფინანსურად ბევრად უფრო მოგებული რჩებით.

კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომელიც არ ვიცი რამდენად მეცნიერულად დამტკიცებულია, თუმცა ბევრმა ბუნებასთან და სამყაროსთან ახლოს მყოფმა ხალხმა იცოდა რომ ცხოველი არამარტო სხეულს არამედ გონებასაც აბინძურებს. საქმე იმაშია რომ ცხოველს როცა დასაკლევად მიყავთ, იგი ამას ხედავს და გრძნობს და სიკვდილის მომენტში გამოიყოფა ბევრი ადრენალინი, რომელიც რჩება ხორცში, შემდეგ ეს გადადის ადამიანის სხეულში და გონებაში, რაც მას უფრო აგრესიულს ხდის. გასაკვირი არ არის რომ ვეგეტარიანელები დამპყრობლები არასდროს არ ყოფილან (რამდენადაც ვიცი).  ადრე სხვადასხვა წარმომავლობის ხალხში ისეთი კულტურაც იყოს დამკვიდრებული, რომ ცხოველს სანამ დაკლავდნენ, ეფერებოდნენ და თავს ევლებოდნენ, რომ შეშინებული და ჭკუიდან გადასული არ მოეკლათ.

ბევრს ჯერა რომ ვეგეტარიანელები ვერ ან არ იღებენ იმდენ ცილას რაც ორგანიზმს ჭირდება, რაც არ არის სწორი. თუ ცილის შემცველ პროდუქტებს მიიღებთ, როგორიც არის – ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, ლობიო, ბარდა, მიწის თხილი, თხილი, ნიგოზი… ეს პროდუქტები გაჯერებულია ცილებით, თუმცა ცოტა რაოდენობით ცილა ძალიან ბევრ პროდუქტში შედის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ითვლება ხორცის ჩამნაცვლებლად იმ კუთხით რომ იმდენივე ცილებს შეიცავს. ასევე რძის პროდუქტები – კვერცხი, ყველი მდიდარია ცილებით.

თუ ვეგეტარიანული კვების კონცეფცია თქვენთვის ძალიან ახალია, მოგწონთ, მაგრამ ჯერ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ ნებიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ და ნელ-ნელა უფრო ჯანმრთელ კვებაზე გადახვიდეთ. პირველ რიგში მოერიდეთ კომერციულ ხორც პროდუქტებს – ძეხვეული, სოსისები, გაყინული ხორცი, გაყინული ქათმები, კონსერვები და მსგავსი. ეს ყველაფერი შეიცავს ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის ყველაზე სახიფათო არის სოსისები და ძეხვეულში შემავალი წითელი ფერის მიმცემი ნივთიერება, რომლის მოხმარებაც 50% მეტ შემთხევაში იწვევს სიმსივნეს. ხორც პროდუქტებიდან ყველაზე ნაკლებად მძიმე ხორცი არის თევზის, თუ მარტო თევზზე არ შეგიძლიათ, შემდეგია ქათმის. საქონლის და ღორის ხორცზე კარგს ვერაფერს ვიტყვი სამწუხაროდ. მაგრამ თევზიც და ქათამიც ჯობია ქართული იყოს და არა გადამუშავებული ან გაყინული.

პ.ს. ვეგეტარიანელობა არ არის რელიგია ან რაიმე მიმდევრობა. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. სხვათაშორის რელიგიური მარხვის მიზანი არის გონების და სხეული გაწმენდა. ჯანსაღი სხეულითა და სუფთა გონებით ცხოვრება კი ბევრად სასიამოვნოა.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


გირჩევთ, სტატიის „რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება“ შემდეგ იხილოთ მდგრადი განვითარების მიზანი 2: არა შიმშილს.

გიორგი გოგუაძე

გიორგი უკვე 10 წელია ვეგეტარიანელია და აქტიურად მისდევს იოგას და მედიტაციას. ორი წელი ცხოვრობდა ინდოეთში, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნო აღმოსავლური კულტურიდან. უყვარს ბუნება, გარემოზე ზრუნვა და მინიმალიზმი.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami