მდგრადი ენერგია — რჩევები

მდგრადი ენერგია — რჩევები

იხილეთ სტატია „მდგრადი ენერგია — რჩევები“, სადაც მოცემულია რამდენიმე საყოფაცხოვრებო მითითება პირადად თქვენთვის.


ენერგია

შეამცირე ენერგიის კარგვა!

შესაძლოა ვერც წარმოიდგენთ, რამდენად დიდი რაოდენობის ენერგიას კარგავთ მაშინ, როდესაც სარკმლები მჭიდროდ არაა ჩარჩოში ჩასმული. სახლის ჰერმეტულობით, შესაძლებელია ცივ დღეებში მეტი სითბო შეინარჩუნოთ და შესბამისად, ნაკლები დახარჯოთ ოთახების გასათბობად. კიდევ დაფიქრდით, რის გამო შეიძლება კარგავდეთ უკვე არსებულ ენერგიას და როგორ შეგიძლიათ შეამციროთ კარგვის პროცესი? გამოყენეთ თქვენი შემოქმედებითი უნარი, ენერგიის შესანარჩუნებლად!


მზის ენერგია

გამოიყენე მზის სითბო!

მზის სითბო დედამიწაზე ყველაზე მეტად განახლებადი ენერგიაა და სრულიად უფასოა! როდესაც სახლის აშენებას, ან სრულ რემონტს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ მზის ასპექტი და შეეცადეთ, სახლის უკეთესი პროექტით თქვენმა საცხოვრებელმა მეტი უფასო ენერგია მიიღოს მზისგან.

ენერგოეფექტიანი

გამოიყენე ენეგოეფექტიანი მოწყობილობები!

შესაძლოა არ დაკვირვებიხართ, მაგრამ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების შეფუთვაზე მოცემულია მისი ენერგოეფექტიანობის დონის მაჩვენებელი. ყურადღება მიაქციეთ ამ კრიტერიუმს და მომავალში, შეეცადეთ, მდგრადი მოწყობილობები შეიძინოთ.


led ნათურა

მდგრადი ნათურები

საცხოვრებელში დახარჯული ენერგიის დაახლოებით 8% განათებაზე მოდის. ვარვარა ნათურები ენერგიის საკმაოდ დიდ რაოდენობას შთანთქავენ. ჩაანაცვლეთ ისინი CFL ან LED ნათურებით, რომელთა სასიცოცხლო ციკლიც მეტია და გაცილებით ნაკლებ ენერგიასაც იყენებენ.


შექმენი საკუთარი ენერგია!

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ბუნებრივ აირსა და ნახშირს იყენებს, რომელთაც საკმაოდ დიდი ნახშირბადის ნაკვალევი აქვს. დროა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ენერგიის გამომუშავებაზე ვიზრუნოთ. შეგვიძლია მოჭრილი ხის ნაცვლად, ახალი დავრგოთ, რაც, პოტენციურად, შეშის გამომუშავების ტოლფასია. ამასთან, შესაძლებლობების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მისაღებად შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის და ქარის ენერგიები. ადამიანის ფანტაზია საკმაოდ ფართოა, იფიქრეთ, როგორ შეძლებდით თქვენივე ხელით საკუთარი მდგრადი ენერგიის მიღებას?



სტატიის „მდგრადი ენერგია — რჩევები“ იდეური წყაროა: econation.co.nz.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი. თსუ-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami