მდგრადი განვითარების მიზანი 7

მდგრადი განვითარების მიზანი 7: ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია

იხილეთ მიზანი „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია“.


ენერგია თითქმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმ გამოწვევებს შორის, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. იქნება ეს სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, საკვების წარმოება თუ შემოსავლების გაზრდა, ენერგიაზე წვდომა ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა კიდევ და კიდევ უფრო მნიშვნელივანია იმდენად, რამდენადაც იგი მჭიდროდაა დაკავშირებული მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან. ენერგიაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გაზრდაზე ფოკუსირებით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი სამუშა ადგილების  შექმნა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რათა საზოგადოება გახდეს უფრო ინკლუზიური ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები.

ამჟამად დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანია, რომელთაც საკვების მოსამზადებლად უსაფრთხო ენერგიის წყაროზე  არ აქვთ წვდომა და იმყოფებიან ჰაერის დაბინძურების საფრთხის ქვეშ. გარდა აღნიშნულისა, 1 მილიარდზე მცირედით ნაკლები ადამიანი არსებობს ელექტროენერგიის გარეშე და მათი 50% მხოლოდ სუბ-საჰარის აფრიკის ტერიტორიაზე გვხვდება.  საბედნიეროდ, გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული წყლის, მზისა და ქარის ენერგიისგან განახლებადი ელექტროენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, შემცირებული იქნა ერთ მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთეულზე გამოყენებული ენერგიის კოეფიციენტი. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, ხსენებული გამოწვევის გადასაჭრელად ჯერ კიდევ ბევრი ძალისხმევაა საჭირო. მნიშვნელოვანია სუფთა საწვავსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამასთანავე, მეტი პროგრესი არის საჭირო განახლებადი ენერგიის შენობებში, ტრანსპორტსა და სხვადასხვა ინდუსტრიებში გამოყენების თვალსაზრისით.

ქვემიზნები მიზნისთვის „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია“:

  • 2030 წლისთვის ხელმისაწვდომ, საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურებაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა
  • 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ენერგიებს შორის განახლებადი ენერგიის წილი
  • 2030 წლისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გლობალური მაჩვენებლის გაორმაგება
  • 2030 წლისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის და სუფთა წიაღისეული საწვავის ტექნოლოგიის სფეროში, და ინვესტიციების ხელშეწყობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებში
  • 2030 წლისათვის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ტექნოლოგიის განახლება თანამედროვე და მდგრადი ენერგომომსახურების მისაწოდებლად ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის და ჩაკეტილი განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, მათი შესაბამისი პროგრამების მხარდაჭერის საფუძველზე

გაეცანით ყველა მიზანს ჩვენს ვებ-გვერდზე: მდგრადი განვითარების მიზნები.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/energy/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami