მდგრადი განვითარების მიზანი 17

მდგრადი განვითარების მიზანი 17: თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის

გაეცანით მიზანს „თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის“.


საჭიროა მდგრადი განვითარების დღის წესრიგში  არსებობდეს პარტნიორობა მთავრობებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ეს ინკლუზიური პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება პრინციპებსა და ფასეულობებზე, საერთო ხედვასა და საერთო მიზნებზე, რომელთა ცენტრში ხალხი და პლანეტა იქნება, აუცილებელია გლობალურ, რეგიონალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე განვითარებისათვის.

იმისათვის, რათა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, საჭიროა გადაუდებელი მოქმედება ტრილიონობით დოლარის კერძო რესურსებიდან მობილიზაციისათვის. გრძელვადიანი ინვესტიციები, მათ შორის, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, საჭიროა კრიტიკულ სექტორებში განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში. აღნიშნული სექტორი მოიცავს მდგრად ენერგიას, ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტს, ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საჯარო სექტორს დასჭირდება მკაფიო მიმართულების განსაზღვრა. ინვესტიციების მოსაზიდად და მდგრადი განვითარების გასაძლიერებლად უნდა განხორციელდეს ჩარჩოების, რეგულაციების და მასტიმულირებელი სტრუქტურების განხილვა და მონიტორინგი. უნდა გაძლიერდეს ეროვნული ზედამხედველობის ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობის ფუნქციები.

ქვემიზნები:

  • შიდა რესურსების მობილიზაციის გაძლიერება; მათ შორის, განვითარებადი ქვეყნებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს ეროვნული შესაძლებლობები საგადასახადო და სხვა შემოსავლების აკუმულირების მიმართულებით
  • განვითარებულმა ქვეყნებმა სრულად განახორციელონ თავიანთი ოფიციალური განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებები, რაც გულისხმობს განვითარებადი ქვეყნებისთვის ODA/GNI- ს 0.7%-ის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას და ODA/GNI- ს 0.15- დან 0.20 %-მდე მიღწევას ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში. ასევე, ODA- ს პროვაიდერებმა მიზანშეწონილია მიზნობრივ მაჩვენებლად განსაზღვრონ ODA/GNI- ის მინიმუმ 0.20% ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის
  • მოხდეს სხვადასხვა წყაროებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება განვითარებადი ქვეყნებისათვის
  • განვითარებად ქვეყნებს გაეწიოთ დახმარება ვალის გრძელვადიანი მდგრადობის მისაღწევად კოორდინირებული პოლიტიკის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს ვალის მართვის ხელშეწყობას; ყურადღება მიექცეს ვალის დიდი მოცულობის მქონე ღარიბი ქვეყნების საგარეო ვალს, რათა შემცირდეს მათ წინაშე არსებული წნეხი
  • შემუშავდეს და დაინერგოს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ინვესტიციების ხელშეწყობის რეჟიმები
  • გაძლიერდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი, სამხრეთ-სამხრეთი და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის გაზიარების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით, როგორც გაეროს დონეზე, ასევე სხვა გლობალური ტექნოლოგიების მექანიზმების გამოყენებით
  • ეკოლოგიურად ჯანსაღი ტექნოლოგიების განვითარების, გავრცელებისა და გადაცემის ხელშეწყობა განვითარებადი ქვეყნებისათვის, მათთვის ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით, ორმხრივი შეთანხმებების თანახმად
  • ტექნოლოგიების ბანკისა და მეცნიერების სრული ოპერაციონალიზაცია, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შესაძლებლობების ზრდა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით 2017 წლისათვის, ტექნოლოგიების სრულფასოვანი გამოყენება, განსაკუთრებით კი ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების
  • განვითარებადი ქვეყნებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება ეფექტიანი და მიზანმიმართული შესაძლებლობების ზრდის მიმართულებთ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ეროვნული გეგმების შემუშავება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, მათ შორის ჩრდილო-სამხრეთის, სამხრეთ-სამხრეთი და სამგანზომილებიანი თანამშრომლობის გზით
  • უნივერსალური, წესებზე დაფუძნებული, ღია და არადისკრიმინაციული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ფორმირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის, დოჰას განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით
  • განვითარებადი ქვეყნების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, კერძოდ, 2020 წლისთვისნაკლებად განვითარებული ქვეყნების ექსპორტის წილის გაორმაგება გლობალურ მაჩვენებელში
  • ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ვალდებულებისა და კვოტებისაგან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დროული რეალიზაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ შორის, ისეთი გამჭვირვალე და მარტივი შეღავათიანი წესების შემუშავება აღნიშნული ქვეყნების საექსპორტო საქონელზე, რაც ხელს უწყობს ბაზარზე ხელმისაწვდომობას
  • გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაზრდა, მათ შორის პოლიტიკების კოორდინაციისა და თანხვედრის მეშვეობით
  • უზრუნველყოფილი იქნეს მდგრადი განვითარების პოლიტიკების თანხვედრა
  • პატივი სცენ თითოეულ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცესა და მმართველობას სიღარიბის აღმოფხვრისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში
  • გლობალური პარტნიორობის გაძლიერება მდგრადი განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ხდება ცოდნის, ექსპერტიზის, ტექნოლოგიისა და ფინანსური რესურსების გაზიარება, რათა მხარე დაეჭიროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ყველა ქვეყანაში, კერძოდ კი განვითარებად ქვეყნებში
  • ხელი შეეწყოს ეფექტურ საჯარო, საჯარო და კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და პარტნიორობის დაფინანსების სტარტეგიებზე
  • 2020 წლისთვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, შემოსავლის, გენდერის, ასაკის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, მიგრაციული სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობების, გეოგრაფიული მდებარეობის და შესაბამის ეროვნულ კონტექსტებში არსებული სხვა მახასიათებლების მიხედვით კლასიფიცირებულ ხარისხიან, დროულ, სანდო და დეტალურ მონაცემებზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით
  • 2030 წლისთვის არსებულ ინიციატივებზე დაყრდნობით საზომების შემუშავება მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწეული, მთლიანი შიდა პროდუქტის შემავსებელი პროგრესის გასაზომად, და ხელშეწყობა

იხილეთ აგრეთვე

იმისათვის, რომ მიზნის „თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის“ შემდეგ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/globalpartnerships/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami