მდგრადი განვითარების მიზანი 16

მდგრადი განვითარების მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები

იხილეთ მიზანი „მშვიდობა სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები.“


საერთაშორისო ჰომიციდის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ადამიანების ტრეფიკინგის და სექსუალური ძალადობის საფრთხეების აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, რათა მდგრადი განვითარებისთვის ხელი შეეწყოს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს თითოეული ადამიანის  მართლმსაჯულებაზე წვდომასა და ყველა დონეზე ეფექტური, სანდო ინსტიტუციების შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვლელობებისა და ტრეფიკინგის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და სუბ-საჰარის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი არის  სიცოცხლის ხელყოფის დიდი რისკის ქვეშ. ბავშვთა უფლებების დარღვევა (სექსუალური ძალადობა, აგრესია) მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებს დანაშაულის შესახებ განუცხადებლობა და მონაცემთა სიმცირე.

იმისათვის, რათა გავუმკლავდეთ ხსენებულ გამოწვევებს და შევქმნათ უფრო მშვიდობიანი და სოციალურად თანასწორი საზოგადოება, საჭიროა, რომ მიღებული იქნეს უფრო ეფექტიანი და მკაფიო რეგულაციები. თითოეული ინდივიდის უფლებების დასაცავად წინგადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მსოფლიოს მასშტაბით შობადობის რეგისტრაციის დანერგვა და ადამიანების უფლებების დაცვის უფრო დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუციების შექმნა.

ქვემიზნები:

  • ძალადობის ყველა ფორმისა და ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება ყველგან
  • ბავშვთა სასტიკი მოპყრობის, ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და ყველა სახის ძალადობის  ფორმისა და წამების აღმოფხვრა
  • ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობისა დამკვიდრების ხელშეწყობა და თითოეული ადამიანისთვის მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
  • 2030 წლისათვის უკანონო იარაღისა და ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვნად შემცირება, მოპარული ქონების დაბრუნების განმტკიცება და ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლა
  • კორუფციისა და მექრთამეობის ყველა ფორმის მნიშვნელოვნად შემცირება
  • ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა ყველა დონეზე
  • ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფა
  • გლობალური მმართველობის ინსტიტუციის განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის გაფართოება და განმტკიცება
  • 2030 წლისთვის ყველა ადამიანისთვის სამართლებრივი სტატუსის, მათ შორის დაბადების რეგისტრაციის, უზრუნველყოფა
  • საზოგადოებისთვის ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად
  • შესაბამისი ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორისო საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ყველა დონეზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ძალადობის პრევენციისა და ტერორიზმთან, დანაშაულთან ბრძოლის უნარის გასაუმჯობესებლად
  • მდგრადი განვითარების მიზნით არადისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის შემოღების ხელშეწყობა და შემდგომ განხორციელება

იმისათვის, რომ „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციების“ შემდეგ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/peace-justice/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami