მდგრადი განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარების მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა

იხილეთ მიზანი „შემცირებული უთანასწორობა“.


საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანების სიღარიბისგან დასახსნელად. ყველაზე სუსტი სახელმწიფოები – ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ხმელეთით გარშემორტყმული განვითარებადი ქვეყნები და კუნძულები გზას იკვალავენ სიღარიბის შემცირებისკენ. ამასთან, უთანასწორობა შენარჩუნებულია და დიდი განსხვავებები რჩება ჯანდაცვის და განათლების სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

იზრდება კონსენსუსი, რომ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არაა სიღარიბის შემცირებისთვის, თუ იგი არაინკლუზიურია და არ მოიცავს მდგრადი განვითარების შემდეგ სამ განზომილებას: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. საბედნიეროდ, შემოსავლების უთანასწორობა შემცირდა როგორც ქვეყნებს შორის, ისე ქვეყნის შიგნით. ამჟამინდელი მონაცემებით, 94 ქვეყნიდან 60 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავალი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მთლიანი ეროვნული საშუალო. ამასთანავე, მიღწეული იქნა პროგრესი განვითარებადი ქვეყნებიდან ექსპორტის ხელშესაწყობად.

იმისათვის, რათა შემცირდეს უთანასწორობა პოლისები უნდა იყოს უნივერსალური, რომლებითაც ყურადღება მიექცევა ღარიბი და იზოლირებული მოსახლეობის საჭიროებებს. იმისათვის, რათა გაიზარდოს განვითარებადი ქვეყნების წილი საერთაშორისო სავალუტო ფონდში საჭიროა, ყურადღება მიექცეს დაუბეგრავი საქონლის მიმოქცევის ზრდას და განვითარებადი ქვეყნებიდან ექსპორტის გაძლიერების მხარდაჭერას. ამასთან, ტექნოლოგიების განვითარებას შეუძლია, შეამციროს მიგრანტი დასაქმებულებისათვის ფულის გადარიცხვის ღირებულება.

ქვემიზნები:

  • 2030 წლისთვის მოსახლეობის ქვედა 40%-ის შემოსავლის ზრდის თანდათანობით მიღწევა და შენარჩუნება საშუალო ეროვნულ განაკვეთზე მაღალი განაკვეთით
  • 2030 წლისთვის ყველა ადამიანის გაძლიერება და სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, მიუხედავად ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან ეკონომიკური თუ სხვა სტატუსისა
  • თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგების მხრივ უთანასწორობის შემცირება, მათ შორის დისკრიმინაციული კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის აღმოფხვრით და ამ თვალსაზრისით სათანადო კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ქმედების ხელშეწყობით
  • პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ფისკალური, სახელფასო და სოციალური დაცვის პოლიტიკის შემოღება და თანდათანობით მეტი თანასწორობის მიღწევა
  • გლობალური ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების რეგულირებისა და მონიტორინგის გაუმჯობესება და ამ რეგულაციების დანერგვის გაძლიერება
  • გლობალური საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განვითარებადი ქვეყნების ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფა, უფრო ეფექტური, სანდო, ანგარიშვალდებული და ლეგიტიმური ინსტიტუტების ფორმირების მიზნით
  • ადამიანების მოწესრიგებული, უსაფრთხო, რეგულარული და პასუხისმგებლობით აღსავსე მიგრაციის და მობილურობის ხელშეწყობა, მათ შორის დაგეგმილი და კარგად მართული მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებების შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნებისადმი, მეტწილად კი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისადმი, განსაკუთრებული და განსხვავებული მოპყრობის პრინციპის დამკვიდრება
  • განვითარების სფეროში ოფიციალური დახმარების და ფინანსური ნაკადების, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, წახალისება ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, კერძოდ,ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, აფრიკის სახელმწიფოებისთვის, მცირე კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნებისთვის და ზღვაში გასასვლელის უქონელი ქვეყნებისთვის, მათი ეროვნული გეგმების და პროგრამების მიხედვით
  • 2030 წლისთვის მიგრანტთა გადარიცხვების ტრანზაქციის ხარჯების 3 პროცენტზე ნაკლებამდე შემცირება და 5 პროცენტზე მაღალი ხარჯების მქონე გადარიცხვების კორიდორების აღმოფხვრა

იმისათვის, რომ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/inequality/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami