ქანი

« Back to Glossary Index

ინგ. Rock

მინერალთა ბუნებრივი აგრეგატი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან მის ზედაპირზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგად. ქანი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მინერალისგან. მონომინერალური ანუ ერთმინერალიანი ქანია მარმარილო, კვარციტი და სხვა. პოლიმინერალურ ანუ მრავალმინერალიან ქანებს მიეკუთვნება გრანიტი, ანდეზიტი და სხვა. წარმოშობის მიხედვით არსებობს: 1. მაგმური, 2.დანალექი, და 3.მეტამორფული ქანები. დედამიწის ზედაპირის 75% აგებულია დანალექი ქანებით და მხოლოდ 25% უკავია მაგმურ და მეტამორფულ ქანებს.

წყარო: გეოლოგიის საფუძვლები; გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი.

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami