მწვანე ინფრასტრუქტურა

« Back to Glossary Index

ინგ. Green infrastructure

ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ტერიტორიების სტრატეგიულად დაგეგმილი ქსელი სხვა გარემოსდაცვითი მახასიათებლებით, რომლის მიზანია ეკოსისტემური სერვისების მიწოდება. იგი აერთიანებს მწვანე სისტემებსა და სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს ხმელეთსა და საზღვაო ტერიტორიებზე. ხმელეთზე, კერძოდ, სოფლებსა და ქალაქებში, მწვანე ინფრასტრუქტურის მაგალითებია: მწვანე სახურავები, ცოცხალი კედლები, წვიმის ბაღები (rain gardens), პარკები, სათემო ბაღები, ურბანული ტყეები.

წყარო: https://worldgreeninfrastructurenetwork.org/

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami