მესამე სამყარო

« Back to Glossary Index

ინგლ.: Third World

სოციალურ-ეკონომიკურად სუსტად განვითარებული სახელმწიფოების კრებითი სახელწოდება. ძირითადად, მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც ადრე განვითარებული სახელმწიფოების კოლონიები იყვნენ. 

მესამე სამყაროს ცნება გაჩნდა ცივი ომის პერიოდში, რათა ზემოთ ხსენებული ქვეყნები გაემიჯნათ, ერთი მხრივ, განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებისგან (“პირველი სამყარო”), ხოლო, მეორე მხრივ, კომუნისტური ბლოკისაგან (“მეორე სამყარო”). მესამე სამყაროს ქვეყნების დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევა არასტაბილური პოლიტიკური სისტემები, ეთნიკური სიჭრელე, სასაზღვრო დავები, ავტორიტარული ან ჰიბრიდული რეჟიმები და ნედლეულის მოპოვებაზე ორიენტირებული ეკონომიკები, რომლებშიც სოფლის მეურნეობა და მოპოვებითი დარგები ჭარბობს. 

წყარო: ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

Close Bitnami banner
Bitnami