ინფლაცია

« Back to Glossary Index

ინგ. Inflation

ფულის გაუფასურება ანუ მისი მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ტერმინი ინფლაცია “გაბერვას” ნიშნავს ე.ი მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით.

არსებობს ინფლაციის სხვადასხვა ტიპი:

მცოცავი ინფლაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასების ზრდის შედარებით დაბალი ტემპი, დაახლოებით 10% ან ცოტა მეტი წელიწადში.  

გალოპირებული ინფლაცია – ფასების ზრდა 20-200%-ით.

ჰიპერინფლაცია – ფასების ასტრონომიული ზრდა. კატასტროფული განსხვავება ხელფასებსა და ფასებს შორის.

წყარო: https://www.lari.ge/

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami