ECO FEST

დრო:
ივლისი 3, 2020 @ 11:00 am – ივლისი 5, 2020 @ 11:00 pm Asia/Tbilisi Timezone
2020-07-03T11:00:00+04:00
2020-07-05T23:00:00+04:00
სად:
ნაფეტვრები
ფასი
Free
კონტაქტი:

🌲ECO FEST🌲GREEN SPACE🌲

🌍🌍დარგე შენი მომავალი🌍🌍

For English scroll down

ჩვენი პლანეტის მწვანე საფარი და მისი ბიომრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენად ჯანსაღ გარემოში ვთანაარსებობთ დედამიწის მკვიდრნი. ადამიანის სწორი დამოკიდებულება გარემოსადმი და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვართ ევოლიუციის მაღალ საფეხურზე მდგომი არსებები, გვაძლევს დიდ პასუხისმგებლობას მოვუაროთ და ვიზრუნოთ დედამიწაზე, ჩვენს საერთო სახლზე. რაც საბოლოო ჯამში, ეკოლოგიური ვითარების ოპტიმიზაციისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები იქნება.
სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, დედამიწაზე განვითარებული ძლიერი ხანძრების შედეგად დაზიანებული ტყეების ფართო მასივებმა განაპირობა ადამიანისა და ფაუნის წარმომადგენელთა უჩვეულო სიახლოვე, რამაც გამოიწვია ადამიანებში მწვავე ვირუსული ინფექციების გავრცელება. ზემოთ აღნიშნულმა კი თავის მხრივ საგანგაშო და უმართავი პროცესები დაძრა.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაზიანდა ტყის მასივები. მასშტაბურმა ხანძრებმა, ადამიანის მიერ ტყის უმოწყალო ჩეხვამ და ხის დაავადებებმა პრაქტიკულად გაქრობის წინაშე დააყენა ისეთი სახეობები, რომელთა ფუნქციაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოლოგიისთვის.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ჰაერის დაბინძურების დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ჟანგბადის დეფიციტმა და ჰაერში მავნე ელემენტების არსებობამ, მკვეთრად დაასუსტა ადამიანის იმუნური სისტემა და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის უნარი.
სწორედ ამიტომ, სივრცის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაფუძნოთ ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალი-“მწვანე სივრცე”. რაც გულისხმობს;
1. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით გასამწვანებელი რეკრეაციული სივრცეების განსაზღვრას.
2. საკომპენსაციო გამწვანებაში იმ სახეობების შერჩევას, რომლებიც მეცნიერების, მკვლევრებისა და წამყვანი დენდროლოგების მიერ იქნება რეკომენდირებული. ხეთა ჯიშების შერჩევა მოხდება ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით;
ა) ადგილობრივი კლიმატის მიმართ მდგრადი ჯიშები.
ბ) შეირჩევა ხეთა ის სახეობები, რომელთა შემადგენლობაშიც უხვად არის ფიტონციდური შემცველობა.
(ფიტონციდი მცენარეში არსებული ის შემცველობაა, რომელიც უხვად წმენდს ჰაერს მავნე ელემენტებისგან და ძლიერ ეფექტს იძლევა ეკოლოგიური ვითარების ოპტიმიზაციაში.)
3. ყოველი დარგვითი ღონისძიების შემდეგ, გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოური პოპულარული ბენდები და არტისტები.
4. ყოველი დარგვით ღონისძიებას და კონცერტს დაასრულებს აღნიშნული ტერიტორიების დასუფთავების აქცია.
5. სივრცის გუნდი, ვალდებულებას იღებს, გაუწიოს მონიტორინგი დარგულ ხეებს. მოუაროს, მორწყას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ აქტიურ სავეგეტაციო ფაზაში შესვლაში. მცენარეებზე ზრუნვა გაგრძელდება მათ მიერ ადგილობრივ კლიმატთან და პირობებთან სრულ ადაპტაციამდე.
შემოგვიერთდით! ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ორგანიზაციასთან, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან და ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე და სურვილი აქვს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. ☮

🚐 ფესტივალზე დასწრების მსურველებს, სივრციდან დათქმულ ლოკაციამდე გადაადგილებისთვის, მოემსახურება მიკროავტობუსი 🚐

The green cover of our planet and its biodiversity are directly related to how well we live together in a healthy environment. The right attitude of man towards the environment and the realization that we are creatures of a high degree of evolution gives us a great responsibility to care for and care for the earth, our common home. Which will ultimately be a steady step towards optimizing the ecological situation.
Unfortunately, over the past year, widespread forest fires have caused unusual proximity to humans and fauna, leading to the spread of acute viral infections in humans. The above, in turn, triggered alarming and uncontrollable processes. In the territory of our country, for various reasons, forest massifs have been significantly damaged in recent years. Large-scale fires, relentless deforestation by humans and tree diseases have virtually wiped out species whose function is vital to a healthy ecology.
It is noteworthy that the level of air pollution has recently reached unprecedented proportions. Oxygen deficiency and the presence of harmful elements in the air have severely weakened the human immune system and the ability to fight viral infections.
That’s why the “Sivrtse” team decided to establish an annual summer festival – “Green Space”. We mean;
1. Determining the recreational areas to be landscaped in agreement with the local municipalities.
2. Selection of species that will be recommended by scientists, researchers, and leading dendrologists in compensatory landscaping. Kheta varieties will be selected taking into account the two most important factors;
3. After each planting event, concerts will be held with the participation of local and foreign bands and artists.
4. Every planting event and concert will be completed by the cleaning action of the mentioned areas.
5. The “Sivrtse” team undertakes to monitor the planted trees. To care for, irrigate, and maximally facilitate their entry into the active vegetation phase. Caring for plants will continue until they are fully adapted to the local climate and conditions.
Join us! We are open to cooperation with any organization, representatives of the creative field, and anyone who cares about tomorrow and wants to change the world for the better.

ECO FEST

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami