Annual Summary Meeting

sustainability.ge-ის წლის შემაჯამებელი შეხვედრა

🤩 პლატფორმა sustainability.ge გიწვევთ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება სამშაბათს, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე. ვირტუალურ სივრცე zoom-ში.

👉 sustainability.ge არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პლატფორმა დაარსდა 2020 წლის 30 მარტს და ამ ხნის განმავლობაში ათასობით ადამიანი აქტიურად ეცნობოდა ინფორმაციას მდგრადი განვითარების შესახებ. ეს აძლიერებდა ჩვენს მოტივაციას, რომ სულ უფრო მეტი სიახლე შეგვეტანა ჩვენი პლატფორმის განვითარებაში და დამატებითი ღირებულება შეგვექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

🤝 სწორედ ამიტომ, 29 დეკემბერს გვინდა, შევაჯამოთ 2020 წელი თქვენთან ერთად, გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები და უფრო აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

🔗 აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ასევე იქნება ე.წ. ნეთვორქინგის დრო და საშუალება გექნებათ გაიცნოთ სხვა სტუმრები, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, დაამყაროთ საინტერესო კონტაქტები, ან უბრალოდ სასიამოვნო დრო გაატაროთ ვირტუალურ სივრცეში საინტერესო ადამიანებთან.

❤ გელოდებით ყველას.

👇 იხილეთ zoom-ის დეტალები:

🔗 ბმული:
https://zoom.us/j/95233172642?pwd=ZzNSM1pzTndCSjF5djRyY1lWU1FqZz09

🔒 შეხვედრის ID: 952 3317 2642
🔑 პაროლი: 1234

✉ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@sustainability.ge

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *