სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია

როდის:
სექტემბერი 25, 2020 @ 2:00 pm – 4:00 pm Asia/Tbilisi Timezone
2020-09-25T14:00:00+04:00
2020-09-25T16:00:00+04:00
სად:
თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფასი:
უფასო
კონტაქტი:
დიანა ბაბლიაშვილი (oikos Tbilisi-ის პრეზიდენტი)
557 222 654
სტუდენტური კონფერენცია @ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი

📌 სტუდენტური ორგანიზაცია oikos Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეგიდით 2020 წლის 25, 26 და 27 სექტემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას „Act for Sustainability“. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელთა შორისაა სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა.

📌 კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

📌 ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები, მონაწილეობის სერტიფიკატები და რაც მთავარია, თსუ-ის სატიპენდიო ქულაზე დაემატებათ:

🔷 პირველი ადგილი – 1 ქულა
🔸 Მეორე ადგილი – 0.75 ქულა
🔹 Მესამე ადგილი – 0.5 ქულა

📃 ყველა დამსწრეს გადაეცემა დასწრების დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.

❗ ნაშრომების გამოგზავნა შეუძლია საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესის სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

📢 I ეტაპი

პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (300-500 სიტყვა. Ნაშრომის თემატიკა არის „მდგრადი ბიზნესისა და მენეჯმენტის პოსტ-პანდემიური რეალობა“. წარმოდგენილ რეზიუმეებს განიხილავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები:
მარინა ნაცვალაძე
ნაზირა კაკულია
ბადრი რამიშვილი
მერაბ ხოხობაია

📝 II ეტაპი

დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც უნდა იყოს კვლევითი ხასიათის და ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა. მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი. სტუდენტმა თეზისებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ხელმძღვანელის დასკვნა.

🎙 III ეტაპი
დასკვნით ეტაპზე მოხვედრილი სტუდენტები საკუთარ ნაშრომებს წარუდგენენ ჟიურის. სამეცნიერო ნაშრომების წარმდგენ სტუდენტებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი მონაწილეობის სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. გარდა ამისა, პლატფორმა www.sustainability.ge-ის რჩეული ნაშრომები სტატიის სახით გამოქვეყნდება ამავე საიტზე.

📌 მნიშვნელოვანი თარიღები:
20 აგვისტო – აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა
27 აგვისტო – აბსტრატქების შერჩევა და მონაწილეთა ინფორმირება
15 სექტემბერი – სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა დადებითი რეცენზიის შემთხვევაში
25 სექტემბერი – სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

🔏 ნაშრომის გაფორმების წესები:
• აბსტრაქტის მოცულობა 300-500 სიტყვა
• შრიფტი – Sylfaen
• შრიფტის ზომა: თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი – 12; ძირითადი ტექსტი – 12.
• ძირითადი ნაშრომის მოცულობა 7- 9გვ.
• სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15;
• გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან;
• ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
• ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. – ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi

📨 აბსტრაქტების გადმოგზავნა შეგიძლიათ 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: conference@tbilisi.oikos-international.org

📑 სათაურის ველში მიუთითეთ „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია“.
ტექტში: სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სწავლების საფეხური და თემის სათაური.

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami