შექმენი გადანაწილებისთვის – 5/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან  მეხუთე არის: “შექმენი გადანაწილებისთვის”.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“ვარდი უეკლოდ არავის მოუკრიფავს. აღნიშნული ეკონომიკური მითია, რომელსაც ყველა ქვეყანაში განუწყვეტლივ იმეორებენ. ამბობენ, რომ თუ ადამიანები აიტანენ/გაუძლებენ გაზრდილ უთანასწორობას, ეს საბოლოოდ ყველასთვის სასარგებლო იქნება. რადგან ეკონომიკის ზრდით მიღებული სარგებელი საბოლოოდ ღარიბ მოსახლეობასთანაც მიემართება.

თუმცა ეს ასე არ არის!

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების უმეტესობაში უთანასწორობა და განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის ყველაზე მაღალია ბოლო 30 წელიწადში და უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.

აღნიშნული არ არის ქვეყნის პროგრესის გარკვეული ეტაპის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, არამედ გაზრდილი უთანასწორობა არის პოლიტიკის შედეგი, და სამწუხაროდ, ცუდი პოლიტიკის. სინამდვილეში ის ეკონომიკური წყობის კრახია და ის ჩვენ ყველას გვაზარალებს. ასე რომ, არ დაელოდოთ ეკონომიკის ზრდას რათა უთანასწორობა აღმოიფხრვას, რადგან ის შეიძლება არასდროს მოხდეს. ეკონომიკა, რომელიც თავის მხრივ აზრთა სხვადახვაობით გამოირჩევა, უნდა გახდეს გამანაწილებელი. ეს არ გულისხმობს მხოლოდ შემოსავლის განაწილებას, არამედ სიმდიდრის განაწილებასაც. განსაკუთრებით ეს ეხება სიმდიდრეს, რომელიც მიიღება მიწის მფლობელობიდან, ფულის შექმნის და ასევე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და იდეების კონტროლიდან.

ამ საუკუნეში ჩვენ საშუალება გვაქვს თანასწორად გადანაწილება ეკონომიკის ქვაკუთხედად ვაქციოთ თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენი სურვილი იქნება.”


„შექმენი გადანაწილებისთვის“ შვიდიდან მეხუთე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami