CSR დრო დასრულდა

CSR-ის დრო დასრულდა! მდგრადობა, როგორც კორპორაციული სტრატეგიის მომავალი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  დრო წარსულს ჩაბარდა, ისევე, როგორც კომპანიის CSR დეპარტამენტები. ოცი წლის განმავლობაში CSR იყო როგორც ,,buzzword’’ (საერთაშორისოდ დამკვიდრებული პოპულარული ტერმინი), მიმდინარეობდა საზოგადოების ე.წ. Greenwashing (,,ფსევდო მდგრადობა’’), პიარი, იქმნებოდა უმნიშვნელო სტატისტიკები, ტომეულობით ნაშრომები, რომელთაც მსოფლიოში გადაჭარბებულად იყენებდნენ ბიზნეს სუბიექტები და სწორედ ეს მიაჩნდათ მდგრადი განვითარება. მოიძიეთ ტერმინი “CSR” და გაიგებთ იმავეს, რასაც ბევრი მეცნიერი ამბობს: CSR მკვდარია, მისი დრო დასრულდა.

კომპანიების აღმასრულებული დირექტორები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტებს მიიჩნევდნენ, როგორც უარყოფითი რეპუტაციის  შემსუბუქების საშუალებას. ისინი იყენებდნენ თავიანთ CSR პერსონალს იმ მიზნით, რომ გამოექვეყნებინათ მოხსენებები გულისამაჩუყებელი ისტორიებით და მოსაწყენი სტატისტიკებით, რათა ორგანიზაცია დაცული ყოფილიყო მედიის ნებისმიერი უარყოფითი შეფასების,  მთავრობის გამოძიებისა თუ საზოგადოების შეშფოთებისგან, რაც შესაძლოა   მომხდარიყო იმ პირობებში, როდესაც ისინი ზრდიდნენ თავიანთ მოგებას, განსაკუთრებით კი, არამდგრადი ბიზნეს მოდელების და პრაქტიკის გამოყენებით. 

ეს ყველაფერი დასრულებულია. 

დღეს Სამყარო ძალიან გამჭვირვალეა. მომხმარებლები, მედია, მთავრობები, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვენ ავთენტურობას და სკეპტიკურად უყურებენ ტრადიციულ CSR კომუნიკაციებს. ის, რაც ოდესღაც კორპორაციისთვის იყო აქტივი, დღეს სწრაფად ხდება ვალდებულება, ხარჯი და დანაკარგი.

კომპანიები კვლავაც მუშაობენ თავიანთი ბიზნეს სტრატეგიისა და CSR სტრატეგიის მკვეთრ გამიჯვნაზე, რომელიც უკვე მოძველებულია. Ეს არის  საშიში და უგუნური სეგრეგაცია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგრადობის განვითარების სტრატეგიის ცალკე შექმნის ერა დასრულებულია. ჩვენ ვართ ახალ რეალობაში, რომელშიც მდგრადი განვითარება თავადაა სტრატეგია.

თუმცა ამ ყველაფრიდან დადებითის დანახვაც შეიძლება. CSR/მდგრადი განვითარებაზე მომუშავე საზოგადოებას აქვს უნიკალური უნარ-ჩვევები, გამოცდილება და შეხედულება, რომ მდგრადობა უნდა განვითარდეს როგორც ბიზნესის ძირითადი სტრატეგია. სტრატეგიულად მოაზროვნე მენეჯერებსა და ბიზნეს ლიდერებს აქვთ უნარი, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურ თანამშრომლობაში დაინახონ არა მხოლოდ რისკი, არამედ შესაძლებლობა.

მდგრადობა არ ნიშნავს იყო მხოლოდ კარგი ბიზნეს სუბიექტი, ის დაკავშირებულია ახალი შემოსავლის ნაკადების და  ბიზნეს მოდელების შექმნასთან. დღესდღეობით, ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ ახალ ბიზნეს მოდელებში, მაგალითად წრიულ (ცირკურალურ) ეკონომიკის პრინციპებში. ისეთმა ფინანსურმა ტიტანმა, როგორიცაა ლარი ფინკის BlackRock-ი (მსოფლიოში ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია) განაცხადა, რომ მისი ყველა ინვესტიცია უნდა იყოს დაკავშირებული მდგრად პრაქტიკასთან და ითვალისწინებდეს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს (ESG).

ისეთი კომპანიებიც კი, როგორიცაა Coca Cola and Bayer  არიან იმ კომპანიათა სიაში, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ მდგრადი განვითარების თავიანთ ანგარიშს, ზომავენ მათი კომპანიის სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ნაკვალევს და მდგრადი მიზნების ინტეგრირებას ახდენენ მათ სტრატეგიაში.

Bayer-მა 2013 წელს დაიწყო თავისი ფინანსური ანგარიშებისა და მდგრადობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და ცხადჰყო, რომ მდგრადობა ინტეგრიტებულ იქნა კომპანიის მმართველობის დონეზე ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიისა და პასუხისმგებლიანი მიდგომების ერთობლივი გამოყენებით.

2020 წლისთვის Coca Cola-ს მიზანს წარმოადგენს, რომ  ბუნებას დაუბრუნოს წყლის ის ოდენობა, რომელიც გამოყენებული იქნება წარმოებაში. Კომპანიამ განაცხადა, რომ 2014 წელს მათ შეძლეს ჩამდინარე წყლების საშუალებით ბუნებისთვის და მოსახლეობისთვის დაებრუნებინათ 126.7 მილიარდი ლიტრი წყალი.

DSM-ის ინტეგრირებული წლიური ანგარიშებით ირკვევა, თუ რას აკეთებენ კომპანიები შიდა მდგრადობის მიზნების მისაღწევად. DSM-ის მონაცემებით 2016 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განახლებადი წყაროებიდან 21%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის შესყიდვა, 26%-ით შემცირდა სათბურის ემისიები და 3 %-ით გაუმჯობესდა ენერგოეფექტურობა.

DSM-ში წარმოდგენილია მსოფლიოს 100 უმსხვილესი ეკონომიკური ერთეული,მათ შორის, 63 კომპანია. ასეთ ძალაუფლებას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კომპანიებმა პასუხისმგებლობით განაგრძონ ოპერირება. Პასუხისმგებლობა მოეთხოვება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ მომხმარებლებს და ჩვენ თანამოქალაქეებსაც.  ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენთვის, საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ყველა იმ  ხელმძღვანელის საყურადღებოდ, რომლებსაც თავიანთი ბიზნეს მოდელის შეცვლის ეშინიათ, მოისმინეთ სიმართლე ამერიკელი ფილოსოფოსის, ფრედ როჯერსისგან: “ხშირად, როდესაც ფიქრობთ, რომ რაღაცის დასასრულში ხართ, მაშინ თქვენ ნამდვილად იმყოფებით რაღაცის დასაწყისში.”

გაეცანით მდგრადი ბიზნესის შესახებ ინფორმაციას შემდეგ სტატიაში.


წყარო: 

https://www.greenbiz.com/article/csr-dead-long-live-sustainability-corporate-strategy?fbclid=IwAR03ZATxccRIxYSzp2Qb9Jd7dFpIVsl1qchEkuwS6aEPaRrMqtX_Dq9GkfU


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

სალომე ცხოიძე

სალომე ცხოიძე

სალომე ცხოიძე არის საერთაშორისო ორგანიზაციის oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის Alumni წევრი. 2017 წლის ივლისიდან-2018 წლის ივლისამდე სალომე იყო oikos Tbilisi-ის სტუდენტური პრეზიდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami